ზახაროვა თბილისს ცხინვალთან და სოხუმთან “საზღვრების” დელიმიტაცია-დემარკაციისაკენ მოუწოდებს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც ომის დაწყებაში ქართულ მხარეს ადანაშაულებს. თუმცა ომს „სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს.
„2008 წლის 7-8 აგვისტოს ღამეს, სააკაშვილის რეჟიმმა დაარღვია ყველა საერთაშორისო შეთანხმება ქართულ-სამხრეთოსური კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების შესახებ, დაიწყო სრულმასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ“, – აცხადებს ზახაროვა და დასძენს, რომ „ქართული აგრესიის არაპროვოცირებული ხასიათი“ ტალიავინის დასკვნით ოფიციალურად დადასტურდა.
„საქართველოს ექსპრეზიდენტის დანაშაულებრივ ავანტიურას მოჰყვა უამრავი მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობასა და რუს სამშვიდობო ძალებს შორის, რუსეთს სხვა გზა არ დარჩა, გარდა იმისთვის, რომ აგრესორისთვის მშვიდობა ეიძულებინა, შემდეგ კი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ეღიარებინა“, – აცხადებს ზახაროვა.
ზახაროვას თქმით, სგან მის მიერვე ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიების დამოუკიდებლობის აღიარება „უზრუნველყოფდა აფხაზებისა და სამხრეთ ოსების უფლებას შეენარჩუნებინათ ეროვნული თვითმყოფადობა“.
ამასთან, ზახაროვა საუბრობს „ქართულ-ოსური და ქართულ-აფხაზური სახელმწიფო საზღვრის“ დელიმიტაციის პროცესის დაწყების საჭიროებაზე, შემდგომი დემარკაციით.
„აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში გრძელვადიანი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, 2008 წლის ოქტომბერში დაიწყო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები ამიერკავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შესახებ. დიდწილად ამ მოლაპარაკების პლატფორმის და მისი ეგიდით შექმნილი მხარეებს შორის ურთიერთქმედების მექანიზმების წყალობით, შესაძლებელია სამი სახელმწიფოს საზღვრებზე შედარებით სიმშვიდის შენარჩუნება და იქ წარმოქმნილი დაძაბულობის კერების ოპერატიულად შეჩერება.
თუმცა მიგვაჩნია, რომ დისკუსიის მონაწილეებმა უფრო მეტად უნდა გამოიყენონ თავიანთი პოტენციალი, უპირველეს ყოვლისა, დაიწყონ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების შემუშავება ერთის მხრივ თბილისსა და სოხუმს და თბილისსა და ცხინვალს შორის. ასეთი სამართლებრივი ვალდებულებების მიღება მიგვაჩნია საიმედო გარანტიად 2008 წლის აგვისტოს ტრაგიკული მოვლენების განმეორებისგან თავის ასარიდებლად.
საზღვრისპირა რაიონებში სიტუაციის სტაბილიზაციაში რეალური წვლილი უნდა შეიტანოს ქართულ-ოსური და ქართულ-აფხაზური სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის პროცესის დაწყებამ, შემდგომი დემარკაციით“, – აცხადებს ზახაროვა.
როგორც ზახაროვა აცხადებს, რუსეთი მზადაა „თბილისი-ცხინვალი-სოხუმს შორის დიალოგს ხელი შეუწყოს“ რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობის დასამყარებლად.
„რუსეთი მზადაა გააგრძელოს ურთიერთობა მათთან, ვინც, განსაზღვრებით, არ შეიძლება იყოს გულგრილი სამხრეთ კავკასიის ბედის მიმართ, მათ შორის ხელი შეუწყოს თბილისს, სოხუმსა და ცხინვალს შორის დიალოგის განვითარებას, რათა დამყარდეს გრძელვადიანი მშვიდობა და მოგვარდეს სხვა დაგროვილი პრობლემები მათ საერთო რეგიონში“, – აცხადებს ზახაროვა.
აგვისტოს ომის მე-16 წლისთავს გამოეხმაურა რუსეთის ყოფილი პრეზიდენტი და ამჟამად უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ც.
„2008 წელს ჩვენ დავიცვათ ჩვენი ხალხი და დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ინტერესები შეშლილი სააკაშვილის რეიდის შემდეგ. მიმდინარე სამხედრო კამპანიაც [ში] რუსეთის უპირობო გამარჯვებით დასრულდება“, – დაწერა X-ზე მედვედევმა.
ოფიციალური მონაცემებით, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს საომარი მოქმედებების შედეგად საქართველოს მხრიდან დაიღუპა თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, 14 პოლიციელი, 224 სამოქალაქო პირი. დაჭრილ და დაშავებულ სამოქალაქო და სამხედრო პირთა რაოდენობამ 2 232 შეადგინა. ამასთან, საქართველომ დაკარგა კონტროლი კოდორის ხეობასა და ახალგორის რაიონზე.
ოფიციალური ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 2008 წლის 7 აგვისტოს, 23:35 წუთზე გასცა სამხედრო ოპერაციის ბრძანება. რიგი წყაროები მიუთითებენ, რომ ამ დროისთვის საქართველოში უკვე შემოჭრილი იყო რუსეთის რეგულარული არმია, თუმცა მოსკოვის პოზიციაა, რომ ისინი საპასუხოდ, 8 აგვისტოს შემოვიდნენ.
აგვისტოს ომის მე-16 წლისთავზე გავრცელებულ განცხადებაში „ქართულმა ოცნებამ“, საპარლამენტო ს შემდეგ, 2008 წლის აგვისტოს მოვლენების „სამართლებრივ შეფასება“ დააანონსა.
„ნაციონალურ მოძრაობას“ ქვეყნისა და ხალხის წინააღმდეგ უამრავი დანაშაული აქვს ჩადენილი, მაგრამ ყველაზე დიდი და მძიმე დანაშაული სწორედ 2008 წელს ჩადენილი ავანტიურაა“, – განაცხადა „ქართულმა ოცნებამ“.

ასევე დაგაინტერესებთ