ზახაროვა აცხადებს, რომ ფიფიასთან მხოლოდ ფოტო გადაიღო და არაფერზე უსაუბრია

ს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მ რადიო თავისუფლების პროექტ „ეხო კავკაზას“ განუცხადა, რომ მამუკა ფიფიასთან – რომელიც საქართველოში რეგისტრირებული პრორუსული პარტიის ლიდერია – არ უსაუბრია და მხოლოდ ფოტო გადაიღო.
რამდენიმე დღის წინ პრორუსული პარტიის, „სოლიდარობა მშვიდობისათვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა ფიფიამ გაავრცელა ს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ წარმომადგენელთან, სთან გადაღებული ფოტო.
ფიფიამ „ეხო კავკაზას“ უთხრა, რომ ზახაროვასთან იმსჯელა ჟენევის დისკუსიების მინსკში გადატანის შესაძლებლობაზე, რადგან მისი თქმით, რუსეთისთვის „შვეიცარია აღარ არის ნეიტრალური ქვეყანა“ (რედაქციას აქვს საუბრის აუდიოჩანაწერი).
მას შემდეგ, რაც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აღნიშნული ინფორმაცია „ფეიკად“ შეაფასა, ჩვენ ზახაროვას Telegram-ით დავუკავშირდით და ტელეფონის ნომრის ანგარიშიდან პასუხი მივიღეთ.
„ინტერვიუს ვაძლევდი TASS-ს. ორ ინტერვიუს შორის შესვენების დროს ბატონი ფიფია მოვიდა ჩემთან და მკითხა, შეგვეძლო თუ არა მიმდინარე აქტუალური მოვლენების განხილვა. ვუთხარი, რომ სამწუხაროდ, ეთერი მეწყებოდა. შემდეგ მან შემომთავაზა საერთო ფოტოს გადაღება“.
მარია ზახაროვამ ასევე მოგვწერა: „ვფიქრობ, ყველაფერი დაახლოებით ერთ წუთს ან ნაკლებს გაგრძელდა. სულ ეს იყო“.
დამაზუსტებელ კითხვაზე, რატომ გაისმა ბრალდება “ფეიკის” გავრცელების შესახებ სწორედ „ეხო კავკაზას“ მიმართ, თუ განცხადება ფიფიამ გააკეთა, ზახაროვამ გვიპასუხა:
„მე ხომ არ ვიცი, სად და ვის უთხრა ის, რაც თქვენს სტატიაში იყო მოცემული“.
პარტიის მოკლე დოსიე
პარტიას, რომელიც 2023 წელს დაფუძნდა, ჯერჯერობით არცერთ არჩევნებში არ მიუღია მონაწილეობა.
ის ითხოვს „ახალი გეორგიევსკის ტრაქტატის“ დადებას რუსეთის ფედერაციასთან.
· მისი თავმჯდომარე მიხეილ ჟღენტი საქართველოს დამოუკიდებლობას „შეცდომად“ და „დამღუპველად“ მიიჩნევს;
· მამუკა ფიფიამ ჰუმანიტარული დახმარება ჩაიტანა რუსეთის კურსკის ოლქში მას შემდეგ, რაც იქ უკრაინის არმიის ნაწილები შეიჭრნენ;
· პარტიის წევრებს მონაწილეობა აქვთ მიღებული რუსეთ-საქართველოს შორის ფრენების აღდგენის მოლაპარაკებებში;
· მამუკა ფიფიას ახლო მეგობარია ოთარ ფარცხალაძე-რომანოვი, -ის მთავრობის სიტყვებით, „რუს-ქართველი ოლიგარქი“, რომელსაც ბრიტანეთისგან და -სგან სანქციები აქვს დაწესებული; ფარცხალაძეს ასევე ასახელებენ „კანონიერი ქურდის“ ძმის, ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზატორად.
მოსკოვი 2022 წლიდან ემხრობა ჟენევის დისკუსიების გადატანას „უფრო ნეიტრალურ“ ქვეყანაში. ამ პოზიციას უჭერენ მხარს ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში. გაერო, ევროკავშირი და ეუთო ამ პოზიციას ეწინააღმდეგებიან.
2023 წელს, ბელარუსში ვიზიტის შემდეგ, ს დე-ფაქტო ლიდერმა ასლან ბჟანიამ განაცხადა, რომ მინსკი შეიძლება გახდეს „ნეიტრალური პლატფორმა უსაფრთხოების საკითხებზე დისკუსიების გამართვისთვის“. ამ პოზიციას მხარს უჭერს მამუკა ფიფიაც. ცხინვალში მოლაპარაკებებისთვის ალტერნატიულ ადგილევსაც ასახელებდნენ, მათ შორის ნაირობი (კენია) ან ასტანა (ყაზახეთი).