ზახაროვას მტკიცებით, ბელგრადის არეულობის უკან კოლექტიური დასავლეთი დგას

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი, ამტკიცებს, რომ ბელგრადში არეულობის უკან კოლექტიური დასავლეთი დგას. ამ თემაზე მის კომენტარს რუსული პროპაგანდისტული “რია” ავრცელებს.
“აშკარაა კოლექტიური დასავლეთის მცდელობები, შეარყიოს ვითარება ქვეყანაში „მაიდანის გადატრიალების“ ტექნიკის გამოყენებით”, – ამბობს ზახაროვა.
მისივე თქმით, სიტუაციაზე ერთადერთი შესაძლო რეაქცია არის კონსტიტუციის მკაცრი დაცვა, სერბი ხალხის არჩევანის პატივისცემა, რომელმაც ხმა, მისი აზრით, ეროვნულ ინტერესებს მისცა.
ბელგრადში საპროტესტო აქციებს მართავს ოპოზიციური ბლოკი “სერბეთი ძალადობის წინააღმდეგ” და მისი მხარდამჭერები. დემონსტრანტები არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ. საერთაშორისო დამკვირვებლებმა განაცხადეს, რომ არჩევნები უსამართლო იყო. იხილეთ:
· სერბეთში არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ | ბელგრადში დემონსტრანტებმა ქალაქის ადმინისტრაციის შენობაში შეჭრა სცადეს