ზახაროვას თქმით, უკრაინა გეგმავს, აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის ეთნიკური შუღლი გააღვივოს

“უკრაინის უშიშროების სამსახური აპირებს გამოიყენოს სა და აზერბაიჯანის მიმდინარე კონფლიქტები, რათა პროვოცირებული სიძულვილი გააღვივოს ეთნიკურ ნიადაგზე” – ამის შესახებ ს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მ ბრიფინგზე განაცხადა.
„ჩვენთვის ცნობილია, რომ უკრაინის უშიშროების სამსახური გეგმავს გამოიყენოს რუსულ-აზერბაიჯანული უთანხმოება სიძულვილისა და მტრობის გაღვივებისთვის ეთნიკურ ნიადაგზე. კერძოდ, ცნობილია გეგმები, დაიქირაონ ჯგუფები, რომლებიც ფულადი ჯილდოს სანაცვლოდ მზად არიან რუსული დროშის ქვეშ განახორციელონ დივერსიული მოქმედებები აზერბაიჯანის მოქალაქეების, წარმომადგენლობების და კულტურული ობიექტების წინააღმდეგ“, —თქვა ზახაროვამ.
ზახაროვას თქმით, თუ ასეთი პროვოკაციები წარმატებით განხორციელდება, მიზნად აქვთ, გავრცელდეს ვირუსული ინფორმაცია რუსეთის მხრიდან აზერბაიჯანის მიმართ აგრესიაზე აზერბაიჯანულ, თურქულ და ევროპულ მედიაში.
მოსკოვსა და ბაქოს შორის ურთიერთობები აშკარად გაუარესდა ავიაკატასტროფის შემდეგ. ურთიერთობების მორიგი გაუარესების ტალღა იყო ეთნიკური ნიშნით რეიდები რუსეთში და საპასუხო დაკავებები აზერბაიჯანში. ბაქო ადანაშაულებს რუსეთის ხელისუფლებას აზერბაიჯანელებზე სასამართლოს გარეშე ანგარიშსწორებაში, ხოლო ბაქოში რუსების დაკავების კადრები აღიქმება, როგორც დემონსტრაციული პასუხი მოსკოვის ქმედებებზე.

ასევე დაგაინტერესებთ

ვოლოდიმირ ზელენსკი – გრძელი და არსებითი სატელეფონო საუბარი მქონდა სტივ უიტკოფთან და ჯარედ კუშნერთან – უკრაინა აპირებს ამერიკულ მხარესთან კეთილსინდისიერად მუშაობის გაგრძელებას, რათა მიაღწიოს მშვიდობას

სალომე ზურაბიშვილი – ყველა რეაქცია, რაც რეჟიმის ლიდერებისა და სუს-ის გამოძებისგან მოვისმინეთ, არის აბდაუბდა – საჭიროა, უცხოური ორგანიზაციები ჩაერთონ გამოძიებაში, რომ გავიგოთ ზუსტად, რა ქიმიური ნივთიერება იყო გამოყენებული