„თუ ვამბობთ, რომ ეს ქვეყანა ჩვენია, ე.ი. ჩვენი მოსავლელიცაა“, – ამბობს ზაქარია დოლიძე, „კეთილი მანქანის“ შემქმნელი, რომელმაც ქვეყნის მოვლაზე თავისი წილი პასუხისმგებლობა 6 წლის წინ სრულიად ახალი კონტექსტით გაიაზრა. პროფესიით რეჟისორისთვის მიუსაფარ ცხოველებზე ზრუნვა მთავარ საქმედ იქცა, დაუგეგმავად და თითქმის შემთხვევით.
