“ზაფხულში 1 ღამით განთავსება ₾100 ღირს” – საიდან სტუმრობენ სასტუმრო “ირე პალას გოდერძის”?

ზაფხულში სტუმრების დაახლოებით 95% ქართველია, – ამის შესახებ კურორტ გოდერძიზე მდებარე სასტუმროს “ირე პალასი გოდერძი” მენეჯერმა თორნიკე ერაძემ BM.GE-სთან ისაუბრა.
მისივე თქმით, ამ პერიოდში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს საოჯახო დასვენება და ბავშვთა საგანმანათლებლო ბანაკები.
აჭარის მაღალმთიანი კურორტზე მოქმედი სასტუმრო “ირე პალასი გოდერძი” 100 ნომერს აერთიანებს. როგორც მენეჯერი ამბობს, დატვირთვა საშუალოდ 40-50%-ს შეადგენს, თუმცა ზაფხულის პიკურ პერიოდებში 100%-მდეც აღწევს.
“ზაფხულის სეზონზე ღამით ერთი პერსონა საუზმით 100 ლარი ღირს, ხოლო სამჯერადი კვებით – 130 ლარი. ზამთრის სეზონზე კი, როცა გოდერძი ნამდვილ ზამთრის კურორტად იქცევა, ორადგილიანი ნომრის ფასი 250 ლარიდან იწყება და საუზმესაც მოიცავს. ზაფხულში სასტუმრო ძირითადად ქართულ ბაზარზე მუშაობს და სტუმრების 90-95% ადგილობრივია. ზამთარში სურათი იცვლება – ტურისტების დაახლოებით ნახევარი უცხოელია. მათ შორის 30% რუსულენოვანია (, , ბელარუსი), ხოლო დარჩენილი 20% ევროპის, ამერიკისა და სხვა ქვეყნების წარმომადგენლები არიან“, – ამბობს მენეჯერი.
თორნიკე ირემაძე აღნიშნავს, რომ სასტუმრო პირდაპირ საბაგიროს გვერდით არის განთავსებული, რაც ზამთარში სრიალის მოყვარულებისთვის ძალიან კომფორტულია. თუმცა სასტუმრო დამსვენებელს სხვა სეზონებზეც განტვითვისა და დასვენებისთვის სხვადასხვა აქტივობას – ბილიარდს, მაგიდის ჩოგბურთს, PlayStation-ს, ბავშვებისთვის შიდა და გარე გასართობი სივრცეებს სთავაზობს.
ინფორმაციისთვის, კურორტ გოდერძიზე მდებარე სასტუმროს “ირე პალასი გოდერძი” ბაზარზე 2019 წლიდან გამოჩნდა. სასტუმრო ჯამში 100 ნომერს მოიცავს და ერთ ჯერზე, 200 სტუმრის განთავსება შეუძლია.