ზაფხულში ფრენების 18% ევროპის მიმართულებით, 13% კი რუსეთისკენ შესრულდება – ეკონომიკის სამინისტრო

ზაფხულის სანავიგაციო სეზონში საქართველოდან 13 600 ავიარეისი შესრულდება. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ფრენების 18% ევროპაშია დაგეგმილი, გალფის ქვეყნებთან – 17%, რუსეთთან – 13%, დანარჩენი 52% სხვა ქვეყნებთან.
ივნისი-ოქტომბრის პერიოდში შესრულდება:
· ევროპის მიმართულებით – 2480 რეისი;
· გალფის ქვეყნების (, ბაჰრეინი, არაბთა გაერთიანებული საემიროები, ქუვეითი, ომანი და კატარი) მიმართულებით – 2255 რეისი;
· ს მიმართულებით – 1761 რეისი.
ორი დღით ადრე, 20 მაისს რადიო თავისუფლებამ გამოაქვეყნა მასალა, რომლითაც ირკვეოდა, რომ მხოლოდ ივნისში რუსეთსა და საქართველოს შორის 401 რეისის შესრულება იგეგმება.
ივნიდში რუსეთის მიმართულებით დაგეგმილი ფრენების რაოდენობა ავიაკომპანიების მიხედვით:
· Red Wings-ი – 153;
· Azimuth-ი – 145;
· „ჯორჯიან ეარვეისი“ – 103.
წინა წლებისგან განსხვავებით, როდესაც ფრენების განრიგი სამოქალაქო ავიაციის ვებსაიტზე ქვეყნდებოდა, ახლა ეს ინფორმაცია საჯარო აღარ არის. რადიო თავისუფლებამ 8 აპრილს რუსეთთან ფრენებთან დაკავშირებით ინფორმაციის მისაღებად სააგენტოს წერილით მიმართა, რაზეც პასუხი არ მიუღია.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, იანვარ-აპრილში საქართველოს აეროპორტები რეგულარული და არარეგულარული რეისებით 1 946 881 მგზავრს მოემსახურა.

ასევე დაგაინტერესებთ