“ზაფხულში ექთნები ევროპაში მიდიან სამუშაოდ, ამ პერიოდში კადრების დეფიციტი განსაკუთრებით მწვავედ დგას” – ნინო მირზიკაშვილი

“ზაფხულში ექთნები ევროპაში მიდიან სამუშაოდ, ამ პერიოდში კადრების დეფიციტი განსაკუთრებით მწვავედ დგას,”- ამის შესახებ ჯანდაცვის ექსპერტი ნინო მირზიკაშვილი აცხადებს.
მისი თქმით, დღეს ძალიან დიდი ექთნების ქვეყნიდან გადინების მაჩვენებელი, რაც მათ შორის უკავშირდება ღირსეული ანაზღაურების არ ქონას, რაც ამ კადრებს უბიძგებს ქვეყნის დატოვებისკენ და უკეთესი სამუშაობი პირობების ძიებისკენ. ნინო მირზიკაშვილი ამბობს, რომ აუცილებელია კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, რადგან სამედიცინო მომსახურების ხარისხი პირველ რიგში ექთნებზე და ოპერაციის შემდეგ პერიოდზეა დამოკიდებული, რომელსაც მედდა მართავს.
“დღეს ძალიან დიდი მიგრაციაა ექთნების, რომლებიც ქვეყნიდან გადიან, ბევრი მიზეზის გამო. ზოგადად ძალიან დიდი პრობლემაა ექთნების, რასაც ძალიან დიდი ყურადღება სჭირდება, განსაკუთრებით მაღალმთიან რაიონებში, როგორც პირველად ში ისე საავადმყოფოებში კვალიფიციური მედდის არსებობა მნიშვნელოვანი პრობლემაა. როცა ჩვენ ხარისხზე ვსაუბრობთ, აქ მთავარი მონაწილე და ფუძემდებელი არის მედდა. ექიმი აკეთებს ოპერაციას და მისი საქმე აქ სრულდება, ამის შემდეგ თუ მოვლა არ არის საფუძვლიანი, სამწუხაროდ, გამოსავლები შეიძლება იყოს ძალიან ცუდი, თუნდაც კარგად ჩატარებულ ოპერაციაზე. აქედან გამომდინარე მედდის როლი ძალიან დიდია და ამ მხრივაც საჭიროა ეფექტური ნაბიჯები, ღირსეული ანაზღაურება მედდებისთვის სხვადასხვა კვალიფიკაციასთან მიბმული.
ზაფხულის პერიოდი მოდის და ხშირად ბევრი აღნიშნავს, რომ მედდები ზაფხული პერიოდში მიდიან ევროპაში და იწყებენ მუშაობას, ამ პერიოდში განსაკუთრებით დეფიციტი არის, რადგან ცდილობენ ევროპაში მაღალანაზღაურებადი სამუშაო იშოვონ. ღირსეული ანაზღაურება მიბმული უნდა იყოს კვალიფიკაციასთან. ეს არის ამისა გასაღები,”-ამბობს ილიას უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი & ჯანდაცვის ექსპერტი ნინო მირზიკაშვილი.