ზაფხულში “ბარსელონას” მთავარი სამიზნე “ჟირონას” ნახევარმცველი იქნება

“ბარსელონა” ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე “ჟირონას” ნახევარმცველის, ალეიშ გარსიას დამატებას შეეცდება, ამის შესახებ ინფორმაციას Mundo Deportivo ავრცელებს.
წყაროს ცნობით, 26 წლის ნახევარმცველი “ბლაუგრანას” სპორტული დირექტორის, დეკუს ნომერ პირველი სამიზნე იქნება.
გამოცემის ინფორმაციით, გარსიას კონტრაქტში გამოსასყიდი თანხაა მითითებული, რომელიც 15 მილიონ ევროს შეადგენს.
მიუხედავად ამისა, “ბარსელონას” ამ ფასის შემცირება სურს და “ჟირონასთან” მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებენ.
მიმდინარე სეზონში გარსიამ ლა ლიგაში 22 მატჩი გამართა, თავი კი 3 გატანილი გოლითა და 4 შედეგიანი პასით გამოიჩინა.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში