ზაფხულის სეზონზე, საქართველოში ყველაზე მეტი ფრენა ევროპის მიმართულებით შესრულდება – 2383 რეისი, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილი წერს.
„საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტში, 2024 წლის ივლის-ოქტომბერში 11,596 რეისის შესრულებაა დაგეგმილა.საიდანაც, ყველაზე დიდი წილი – 21%, ევროპულ მიმართულებებს აქვს.
შესაბამისად, ზაფხულის სეზონზე, საქართველოში ყველაზე მეტი ფრენა ევროპის მიმართულებით შესრულდება – 2383 რეისი.
საქართველოში ისტორიულ მაქსიმუმზეა ევროპის მიმართულებით პირდაპირი ფრენების სიხშირეები (2383), მიმართულებები (36) და ავიაკომპანიების (12) რაოდენობა“, – წერს ,მარიამ ქვრივიშვილი.