ზაფხულის დასაწყისში Porsche ჰიბრიდულ სუპერქარს გამოუშვებს

გერმანულმა ავტომწარმოებელმა Porsche-მ დაადასტურა, რომ განახლებული Porsche 911 სუპერმანქანა დებიუტს ზაფხულის დასაწყისში აღნიშნავს და ის ჰიბრიდული იქნება.
2023 წლის ყოველწლიურ ანგარიშში Porsche აღნიშნავს, რომ 911-ის ყოველი თაობა მიაღწევს ახალ ეტაპებს ელექტროგადამცემი სისტემის ტექნოლოგიაში და ამბობს, რომ ავტომობილებზე გამოჩნდება ახალი ტურბო-დამტენი, წყლის გამაგრილებლიანი ძრავა და რობოტიზებული ორმაგი გადაბმულობის გადაცემათა კოლოფი PDK.
კომპანია დასძენს, რომ შემდეგი დიდი ნაბიჯი ჰიბრიდულ ტექნოლოგიებია. ცნობილია, რომ ახალი სისტემა მოტოსპორტიდან მოდის, ამიტომ დიდი ალბათობით 911 არ გახდება პლაგ-ინ ჰიბრიდი.
Porsche-ს აღმასრულებელი დირექტორი ოლივერ ბლუმი ამბობს, რომ ელექტრო სპორტული მანქანები მათი პრიორიტეტია მომავალში, მაგრამ ტრანსფორმაციის პერიოდში გააგრძელებენ მომხმარებლისთვის შიდა წვის ძრავიანი და ჰიბრიდული მანქანების შეთავაზებას.