ზაურ დვალიშვილი ახალგაზრდებს შორის ევროპის ჩემპიონი გახდა

პოტსდამში მიმდინარე ევროპის 23-წლამდე ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედალი ზაურ დვალიშვილმა (81 კგ), მოიპოვა, რომელმაც ფინალში ბელგიელ იარნე დიუიკს იპონით სძლია.
მძიმე წონაში ქართული ფინალში ერთმანეთს საბა ინანეიშვილი და ირაკლი დემეტრაშვილი დაუპირისპირდებიან.
გუშინ ვერცხლის მედალს ნინო ლოლაძე (57 კგ) დაეუფლა, ბრინჯაოს კი კოტე კაპანაძე (73 კგ).