ზატულინი: “რუსეთი არ გაიყვანს ჯარებს აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან”

რუსეთის სახელმწიფო დუმის დსთ-ს, ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე კონსტანტინ ზატულინი რუსულ საინფორმაციო სააგენტო НСН-ს ეუბნება, რომ არ გაიყვანს ჯარებს ოკუპირებული დან და სამხრეთ ოსეთიდან და არ განიხილავს საქართველოსთვის მათ დაბრუნებას.
მანამდე საქართველოს ხელისუფლებამ დადებითად შეაფასა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ს განცხადება რუსეთის მზაობაზე, დაეხმაროს თბილისს “მეზობლებთან”, “აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან”, დაახლოებაში. პარტია “ქართული ოცნების” გენერალური მდივანი, თბილისის მერი მიიჩნევს, რომ „განცხადების პარალელურად უნდა გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები“ და „იქნება ძალიან მნიშვნელოვანი – თუნდაც დავიწყოთ ლაპარაკი სამოქმედო გეგმის შექმნაზე, რომ მოხდეს დეოკუპაცია, ჯარების გაყვანა“.
„დაახლოება განა რუსული ჯარების გაყვანას გულისხმობს? ჩვენ შეთანხმებები გვაქვს აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან უსაფრთხოების საკითხებზე, სამხედრო საკითხებზე და ა.შ. არავინ განიხილავს ამ საკითხს. ლავროვმა თქვა ის, რაც თქვა. მას ჯარების გაყვანა არ უგულისხმია“, – განაცხადა ზატულინმა კალაძის სიტყვების კომენტირებისას.
ზატულინი მიიჩნევს, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში, ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთსა და საქართველოში უნდა „აღიარონ რეალობა, ჩამოაყალიბონ გარკვეული რეალური ურთიერთქმედების ფორმები სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების ფარგლებში“.
„ლავროვის სიტყვები არ უნდა იქნეს გაგებული, როგორც რუსეთის დაინტერესება იმაში, რომ სამხრეთი ოსეთი და აფხაზეთი საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნდნენ, ამ საკითხმა დიდი ხანია ჩაიარა. თუ ისინი ერთმანეთში დაიწყებენ ეკონომიკური და საქმიანი ურთიერთობების დალაგებას, ეს ყოველთვის დადებითია“, – ამბობს ზატულინი.

ასევე დაგაინტერესებთ