ზატულინის თქმით, რუსეთი ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჯარების გაყვანას არ განიხილავს

დუმის დეპუტატის, კონსტანტინ ზატულინის განცხადებით, მოსკოვი ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჯარების გაყვანას არ განიხილავს. ზატულინის თქმით, რომელიც დსთ-ს, ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეა, ლავროვის სიტყვები სხვაგვარად არ უნდა გავიგოთ.
“დაახლოება გულისხმობა განა ჯარების გაყვანას? აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ჩვენ გვაქვს შეთანხმებები უსაფრთხოების, თავდაცვის საკითხებში და ა.შ. არავინ არ განიხილავს ამ საკითხს. ლავროვმა თქვა ის, რაც თქვა, იგი არ გულისხმობდა ჯარების გაყვანას. საუბარია იმაზე, რომ აფხაზეთში, ოსეთსა და საქართველოში უნდა მიიღონ რეალობა, სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების ფარგლებში გარკვეული რეალური ურთიერთქმედების ფორმები უნდა ჩამოყალიბდეს. ლავროვის სიტყვები არ უნდა იქნას გაგებული, როგორც ს დაინტერესება იმაში, რომ სამხრეთ ოსეთი და საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნდეს. ეს საკითხი დიდი ხნის წინ წავიდა. თუ ისინი ერთმანეთში დაალაგებენ ეკონომიკურ, საქმიან ურთიერთობებს, ეს ყოველთვის მისასალმებელი იქნება”, – განაცხადა ზატულინმა.
მეორე დღეს ლავროვის ამ განცხადებას გამოეხმაურა და თქვა, რომ “ხელისუფლება ამას პოზიტიურად აფასებს”. კალაძემ აღნიშნა, რომ “მოელის, რომ რუსეთი ქმედით ნაბიჯებს გადადგამს”.