ზატულინის თქმით, აფხაზეთის პარლამენტი სოხუმის დაპირებებს არ ასრულებს

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის საკითხებში, ევრაზიულ ინტეგრაციასა და თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ კონსტანტინ ზატულინმა “Gazeta,Ru-თან” განაცხადა, რომ (დე ფაქტო-რედ.) რესპუბლიკის პარლამენტში არიან ადამიანები, რომლებიც სა ს [დე ფაქტო] ურთიერთობების დაზიანებას ცდილობენ. აღნიშნული კომენტარი ზატულინმა რუსეთის მიერ აფხაზეთისთვის დაფინანსების შეწყვეტასთან დაკავშირებით გააკეთა.
“საკმაოდ დიდი ხანია, აფხაზეთის პარლამენტი თავს არიდებს კანონმდებლობის ჰარმონიზაციასთან დაკავშირებულ დაპირებების შესრულებას. მაგალითად, იგი არ ცნობს საარბიტრაჟო სასამართლოების იურისდიქციას. ამ საკითხზე დოკუმენტი პარლამენტშია, მაგრამ დეპუტატები გადაწყვეტილებებს არ იღებენ პოპულისტური განწყობებისა და რუსეთის წინააღმდეგ ეჭვების კამპანიის გავლენის გამო, რომელსაც აწარმოებენ ზოგიერთი პირები (მათ შორის დეპუტატთა კორპუსიდან). როგორც ვიცი, ეს არის ახსნა. ყველაფერი დანარჩენი, როგორც მე მესმის, შემდგომი მოლაპარაკებების და დისკუსიების პროცესშია”, – განაცხადა ზატულინმა.
მას ასევე მიაჩნია, რომ აფხაზეთის [დე ფაქტო] პარლამენტის “აქტიური უმცირესობა” რუსეთთან შეთანხმებების წინააღმდეგ კამპანიას აწარმოებს და ამას რესპუბლიკის [დე ფაქტო] “სუვერენიტეტის დარღვევად” მიიჩნევს.
“თუ აფხაზეთში ვერ განასხვავებენ ფერებს და იმასაც, თუ ვინ არის მართალი და ვინ მტყუანი, მაშინ, რა თქმა უნდა, შესაძლოა იყოს განსხვავებული თვალსაზრისი. დიდი იმედი მაქვს, რომ ხალხი მიხვდება, ვინ არის ამაში დამნაშავე. ჩვენ უკვე რამდენიმე წელია განვიცდით სრულიად არაკეთილსინდისიერ კამპანიას, რომელიც დაკავშირებულია ში მდებარე სახელმწიფო აგარაკთან. ამ კამპანიის დროს არაერთმა პოლიტიკოსმა გააძლიერა საკუთარი რეიტინგი და არც კი უფიქრია იმაზე, თუ რამდენად ურთიერთდაკავშირებულია რუსეთი და აფხაზეთი, რამდენად სჭირდება აფხაზეთს რუსეთის მხარდაჭერა ყველა ასპექტში. არის უმცირესობა, მაგრამ საკმაოდ აქტიური უმცირესობა, რომელიც კამპანიას ეწევა რუსეთთან ნებისმიერი შეთანხმების წინააღმდეგ და ცდილობს ყოველი ასეთი შეთანხმების მიღმა დაინახოს აფხაზეთის სუვერენიტეტის რაიმე სახის დაქვეითება. ეს ხალხი ზიანს აყენებს რუსულ-აფხაზურ ურთიერთობებს და აფხაზეთის მოსახლეობამ უნდა იცოდეს ამის შესახებ და გაიგოს ვინ არის მართალი და ვინ არასწორი,” – ამბობს დეპუტატი.
ზატულინმა აგრეთვე დაამატა ისიც, რომ აქტიური კამპანია რუსეთთან ურთიერთობების წინააღმდეგ უცხოეთიდან მომდინარეობს, უცხოური გრანტების მეშვეობით.
“ჩემი აზრი გამომდინარეობს იქიდან, რომ რუსეთი და აფხაზეთი მოკავშირე ქვეყნები არიან, რასაც ჩვენს შორის გაფორმებული ხელშეკრულებები ცხადყოფს. მაგრამ არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ აფხაზეთის ბლოგოსფეროში, ყველა სახის მესამე სექტორის ორგანიზაციის გავლენის ქვეშ, მათ შორის უცხოური გრანტების გავლენის ქვეშ, ტარდება კამპანია, რომელიც შექმნილია ბზარის გასაჩენად რუსეთსა და აფხაზეთს შორის ურთიერთობებში. ეს პერსონაჟები ცნობილი არიან. ზოგიერთი მათგანი პარლამენტის წევრია. ისევ და ისევ, ისინი არ არიან უმრავლესობა, მაგრამ, როგორც ჩანს, გავლენას ახდენენ უმრავლესობის განწყობებზე. მაგრამ უმრავლესობა არ იჩენს ნებასა და მონდომებას და მიყვება დინებას. მეჩვენება, რომ ამ შემთხვევაში ეს გადაწყვეტილება მიზნად ისახავს მათი ყურადღების მიქცევას იმ ფაქტზე, რომ მათი ასეთი დამოკიდებულება ყველა ჩვენი შეთანხმების მიმართ არ მიიწევს კარგი შედეგისკენ,”- განაცხადა ზატულინმა.
“აფსნიპრესის” ინფორმაციით, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა სერგეი შამბამ განაცხადა, რომ მოსკოვმა აფხაზეთის [დე ფაქტო] დაფინანსება პირველი სექტემბრიდან შეწყვიტა.“პირველი სექტემბრიდან გარკვეული გადასახადების დაფინანსება შეჩერდა. ეს ეხება ექიმებს, მასწავლებლებს, სამართალდამცავ ორგანოებს და ა.შ. ეს აშკარად პირველი ნაბიჯებია. გარდა ამისა, დგას საკითხი იმასთან დაკავშირებით, რომ ამიერიდან ელექტროენერგიის იმ ნაკადის, რომელსაც ზამთარში ვაწყდებით, კომერციული ფასებით უნდა მოხდეს გადახდა,” – განმარტა შამბამ.შამბამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პრეზიდენტი [დე ფაქტო] ასლან ბჟანია მოსკოვში იმყოფება, სადაც აპირებს შეხვედრების სერიის გამართვას, რომ არსებული სიტუაციიდან გამოსვლის გზები განიხილოს.“თუ სანქციები წლის ბოლომდე გაგრძელდება, ბევრი დაზარალდება. ჩვენ ვიფიქრებთ, როგორ გამოვიდეთ ამ სიტუაციიდან”, – განაცხადა შამბამ.შამბამ ყურადღება გაამახვილა იმ საკითხზეც, რომ საზოგადოების ნაწილი და ოპოზიციური ძალების წარმომადგენლები შეშფოთებული არიან რუსეთის მოქალაქეობის შესაძლო ჩამორთმევის საკითხით. ის მიიჩნევს, რომ მოქალაქეობის ჩამორთმევა, სრულიად გამართლებული სანქციაა.