ზატულინის განცხადებით, რუსეთი ცხინვალიდან და სოხუმიდან ჯარებს არ გაიყვანს

რუსეთის დუმის დეპუტატის, დსთ-ის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, კონსტანტინ ზატულინის განცხადებით, არ განიხილავს სა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკების საქართველოსთვის დაბრუნების ვარიანტს. მისი თქმით, “მოსკოვი შეასრულებს უსაფრთხოების ყველა შეთანხმებას”, ხოლო ჯარებს რეგიონებიდან არ გაიყვანს.
“ნუთუ დაახლოება რუსული ჯარების გაყვანას გულისხმობს? ჩვენ გვაქვს შეთანხმებები აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან უსაფრთხოების საკითხებზე, სამხედრო საკითხებზე და ა.შ. არავინ განიხილავს ამ საკითხას. ლავროვმა თქვა, რაც თქვა, ის ჯარების გაყვანას არ გულისხმობდა. საქმე იმაშია, რომ აუცილებელია აფხაზეთში, ოსეთსა და საქართველოში არსებული რეალობის აღიარება, სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების ფარგლებში რაიმე სახის რეალური ურთიერთქმედების ფორმების ჩამოყალიბება. ლავროვის სიტყვები არ უნდა გავიგოთ, როგორც რუსეთის ინტერესი სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის საქართველოში დაბრუნებით. ეს კითხვა დიდი ხანია გამქრალია. თუ ისინი ერთმანეთთან ეკონომიკურ და საქმიან ურთიერთობას დაამყარებენ, ეს ყოველთვის დადებითია”, – განმარტა მან.
„ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი და თბილისი მერი აცხადებს, რომ ხელისუფლება პოზიტიურად აფასებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ს განცხადებას.
„რა თქმა უნდა, ჩვენი ხელისუფლება პოზიტიურად აფასებს აღნიშნულ განცხადებას. ის, რომ რუსეთი მიესალმება და ხელს შეუწყობს, რათა მოხდეს შერიგება, რა თქმა უნდა, პოზიტიურია. თუმცა ამ განცხადებებთან ერთად კარგი იქნებოდა ქმედითი ნაბიჯების გადადგმა. მაგალითად, თუნდაც ჩვენი ტერიტორიების გარკვეულ ნაწილზე, რომელიც ოკუპირებულია და რუსეთის სამხედრო ბაზებია განთავსებული, კარგი იქნება, რომ დაიწყოს თუნდაც სამოქმედო გეგმის შემუშავება, რომ მოხდეს ამ ნაწილების, ჯარის გაყვანა საქართველოს ტერიტორიებიდან“, — განაცხადა კახა კალაძემ.
მისი თქმით, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მშვიდობიანი მოლაპარაკების გზით უნდა მოხდეს.
„ამასთან დაკავშირებით პარტიის საპატიო თავმჯდომარემ, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა საკმაოდ ვრცლად ისაუბრა. ეს უნდა მოხდეს ურთიერთ შერიგებით, მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობით, განვითარებით, ურთიერთ პატიებით. ჩვენ ყველამ უნდა შევძლოთ, გავაანალიზოთ წარსული და შეცდომები, რა გვაქვს დაშვებული. ჩვენ არ ვაპირებთ იმ პარალელურ სამყაროში ცხოვრებას, რომელსაც კოლექტიური რადიკალური „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი მეპატრონეებით ქმნის“,- განაცხადა კახა კალაძემ.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა თქვა, რომ მოსკოვი მზადაა, დაეხმაროს საქართველოს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს, როგორც „მეზობელ ქვეყნებს“, ურთიერთობების ნორმალიზებაში, მათ შორის, თავდაუსხმელობის შესახებ შეთანხმებების გაფორმების მიმართულებით. ეს არის მოსკოვის მიერ არაერთხელ გაჟღერებული პოზიცია და მცდელობა, კონფლიქტის მხარის ნაცვლად მედიატორად იქცეს და თბილისს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონებთან, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოებთან, ურთიერთობებში უშუამავლოს.

ასევე დაგაინტერესებთ

მომავალ წელს, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისთვის საჭირო წყლის ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის 150 მლნ ლარია გამოყოფილი, თბილისის ახალი აეროპორტის მშენებლობისათვის საჭირო კვლევების დასაფინანსებლად – 20 მლნ ლარი

ლევან სანიკიძე – დაკავებიდან სამი წლის შემდეგ აღარავის ეპარება ეჭვი, რომ მიხეილ სააკაშვილი არა მხოლოდ პოლიტიკური პატიმარი, არამედ ივანიშვილისა და პუტინის პირადი ტყვეა – მისი თავისუფლების გზა ჩვენი ქვეყნის თავისუფლების გზაზე გადის