ზარქუა: ხმაურიანი მოგზაურობა გამოგვივიდა აბუ-დაბიში

ის რაც მოხდა, საამაყო არ არის, მაგრამ ოჯახის, შვილების, ცოლის შეურაცხყოფაზე, მიუხედავად თმენის ვალდებულებისა, ყოველთვის ასეთი რეაგირება გვექნება, რადგან კაცები ვართ და ქართველები ვართ, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გადაცემაში “იმედი LIVE” აბუ-დაბის ინციდენტთან დაკავშირებით.

“ხმაურიანი მოგზაურობა გამოგვივიდა აბუ-დაბიში. უპირველეს ყოვლისა, მადლობა მინდა ვუთხრა ყველა იმ მხარდამჭერს, ვინც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში გვწერდა და გვამხნევებდა. ის რაც მოხდა, საამაყო არ არის, მაგრამ ოჯახის, შვილების, ცოლის შეურაცხყოფაზე, მიუხედავად თმენის ვალდებულებისა, ყოველთვის ასეთი რეაგირება გვექნება, რადგან კაცები ვართ და ქართველები ვართ. ჯერ პირველ დღეს ცდილობდა [თავდამსხმელი] საუზმეზე შეურაცხყოფა მოეყენებინა, მერე მეორე დღესაც. მესამე დღეს მოხდა ის, რაც მოხდა და ყველამ ნახეთ,” – აღნიშნა ზარქუამ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ბაჩიაშვილი – ივანიშვილმა წარმომადგენლის მეშვეობით გამომიგზავნა წერილი, სადაც ჩემი თავისუფლების საფასურად დიდძალი ოდენობით კრიპტოვალუტას ითხოვს – ასე ვთქვათ, კრიმინალური „სოჩიკი“ ჩამირთო