უკრაინას აქვს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა, თავისუფალი ვაჭრობა, მოლაპარაკებები და კანდიდატის სტატუსი, მაგრამ არ ჰყავს მილიონობით ახალგაზრდა, ტერიტორიები არ აქვს, დედა ეტირა – ეს გინდათ ხომ საქართველოსთვის და იმავეს ამზადებთ ჩვენი ქვეყნისთვის? იმ უსამშობლოებსაც, ვინც შემორჩა, დედას ვუტირებთ და ყველას, ვინც საკუთარი ქვეყნის, ხალხის წინააღმდეგ ნაბიჯს გადადგამს, ყველას დედას გიტირებთ! ეს დაიმახსოვრეთ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, „რაც არ უნდა გვაშანტაჟონ ვიზალიბერალიზაციის წართმევით, ეს მათთვის N1 ამოცანა არ არის.“
როგორც ზარქუამ განმარტა, „ქართული ოცნებისთვის“ N1 ამოცანა არის, რომ ქვეყანაში მშვიდობა იყოს და საქართველო ომში არ ჩაერთოს.
„კალასმა და მისმა „დიფ სთეითის“ დაქირავებულმა პოლიტიკოსებმა ახალი თემით შემოუტიეს, რომ თურმე გამჭვირვალობის კანონი უნდა მოვხსნათ. მეორეა ოჯახური სიწმინდის შესახებ კანონი, რადგან უნდათ, რომ აქ ისევ რელიგიის, ეკლესიის და მართლმადიდებლობის წინააღმდეგ დააფინანსონ, მარშები ატარონ, როგორც კიევში ჩაატარეს გეი მარში თუ პრაიდი. ქვეყანა ომშია, მილიონობით ახალგაზრდა მიწაში ჩააწვინეს, ტერიტორია არ აქვს, მაგრამ იმდენად აიძულეს, რომ გეი პრაიდი მოაწყობინეს უკრაინაში და იგივე უნდათ, საქართველოში მოაწყონ – ამიტომ ებრძვიან ამ ქვეყანას. ჩვენ ეს გამოვიარეთ – ჯერ ბიძინა ივანიშვილს შეუზღუდეს საკუთარ ფინანსებზე წვდომა, დაასანქცირეს, აშანტაჟეს, მაგრამ ვერ გატეხეს – ის ჩვენი მაგალითია. ვის არ დაუწესეს სანქცია, ვის არ გაუყინეს აქტივები და ვის არ აუკრძალეს ამა თუ იმ ქვეყანაში შესვლა, მაგრამ არ გავტყდით, რადგან ქართველების და სახელმწიფოს ინტერესებს ვიცავთ.
რაც არ უნდა გვაშანტაჟონ ვიზალიბერალიზაციის წართმევით, ეს ჩვენთვის N1 ამოცანა არ არის. ჩვენთვის N1 ამოცანა არის, რომ აქ მშვიდობა იყოს და საქართველო ომში არ ჩაერთოს. უკრაინას აქვს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა, თავისუფალი ვაჭრობა, მოლაპარაკებები და კანდიდატის სტატუსი, მაგრამ არ ჰყავს მილიონობით ახალგაზრდა, ტერიტორიები არ აქვს, დედა ეტირა – ეს გინდათ ხომ საქართველოსთვის და იმავეს ამზადებთ ჩვენი ქვეყნისთვის? იმ უსამშობლოებსაც, ვინც შემორჩა დედას ვუტირებთ და ყველას, ვინც საკუთარი ქვეყნის, ხალხის წინააღმდეგ ნაბიჯს გადადგამს – ყველას დედას გიტირებთ! ეს დაიმახსოვრეთ. ჩვენ ერთი გვაქვს სამშობლო, მრავალსაუკუნოვანი რელიგია, მართლმადიდებლობა და არ დაგაჩაგვრინებთ არც „დიფ სთეითის“ მიერ დაქირავებულ ევროპარლამენტარებს და არც აქაურ აგენტურას და უსამშობლოებს. ამოცანა არის, რომ ამ ვიზალიბერალიზაციის ბერკეტით ქაოსი მოაწყონ, ქვეყანა რევოლუციურ ტალღაზე გადაიყვანონ და შემდეგ მოიყვანონ ეს აგენტურა ხელისუფლებაში, რომ მეორე ფრონტი გახსნან“, – განაცხადა ზარქუამ.
