მოლოდინები ის მაქვს, რომ ბოლო ბოლო ჩამოიტანს იმ თარიღს და გვეტყვის, როდის გახდება საქართველო NATO-ს წევრი და როდის იქნება მისი უსაფრთხოება დაცული.
რაც შეეხება, ჩვენ რამდენად დავწინაურდით, ჩვენი პარტნიორები ნატოდან ამბობენ, რომ როგორც არასდროს ისე არის საქართველო-NATO-ს ურთიერთობა დაახლოებული, ჩვენ იცით, რომ ერთობლივი წვრთნები, აღჭურვა გრძელდება ეს პროგრამები. ასე, რომ პოზიტიური მოლოდინი მაქვს, კიდევ ერთხელ მოვისმენთ NATO-ს ხელმძღვანელობისგან, ლიდერებისგან, თუ რა ეტაპზე ვართ.
თქვა უმრავლესობის დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის საქართველოში ვიზიტზე. სტოლტენბერგი საქართველოში დღეს აზერბაიჯანიდან ჩამოვა.