ჩვენ, როდესაც ამ კანონს ვაინიცირებდით, ზუსტად ვიცოდით, რომ უცხოური გავლენის აგენტურა ამ კანონს გაასაჩივრებდა შემდეგ, და პირველი, როგორც მოლოდინი გვქონდა, ეს არის პრეზიდენტი, რომელიც არაერთხელ არის შემჩნეული კონსტიტუციის დარღვევაში. (სალომე ზურაბიშვილს)არაფერი აქვს საერთო ქართულ სახელმწიფოსთან, არაფერი აქვს საერთო ქართულ ტრადიციებთან, ქართულ მართლმადიდებლობასთან, ქართველი ხალხის ინტერესებთან და ბუნებრივია ის გაასაჩივრებდა და ველოდებოდით.
თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილ სარჩელთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაში.