ზარქუა: მთელი გუნდით, ბუნებრივია, ავირჩევთ

„მთელი მხარდაჭერით, მთელი გუნდით, ბუნებრივია, ავირჩევთ ბატონ ს“, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა მ განაცხადა.

მისი თქმით, გაგრძელდება ქვეყნის განვითარება ირაკლი კობახიძის მეთაურობით.

„მნიშვნელოვანი დღე გვაქვს პარტიას, მმართველ გუნდს, ჯერ პოლიტსაბჭო გაიმართება, შემდეგ ყრილობა, სადაც, ერთადერთი პრემიერობის კანდიდატურაა წარმოდგენილი და მთელი მხარდაჭერით, მთელი გუნდი, ბუნებრივია, ავირჩევთ ბატონ ირაკლი ს.

მანამდე, მინდა ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს მადლობა ვუთხრა გაწეული სამსახურისთვის. ეს 3 წელი ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან რთული და მნიშვნელოვანი იყო, სადაც ირაკლი ღარიბაშვილმა შეძლო შეენარჩუნებინა მშვიდობა. გარდა ამისა, ეკონომიკური ზრდა გვქონდა ისტორიული და გვირგვინი ეს იყო ევროინტეგრაციის პიკი, სადაც კანდიდატის სტატუსი ღირსებით და დამსახურებულად მივიღეთ.

გრძელდება ჩვენი ქვეყნის განვითარება, ახლა უკვე ირაკლი კობახიძის მეთაურობით და, ბუნებრივია, ჩვენ ყველანი მხარს დავუჭერთ“, – აცხადებს .

შეგახსენებთ, 1-ელ თებერვალს „ქართული ოცნების“ მერვე ყრილობა იმართება. ყრილობაზე აირჩევენ პარტიის ახალ თავმჯდომარეს. პარტიის საპატიო თავმჯდომარე, დელეგატებს ოფიციალურად წარუდგენს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, ირაკლი კობახიძეს.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურატურა – დმანისში მომხდარ ფაქტზე ბრალი წარედგინა პირს, რომელმაც სახის არეში მრავლობითი დარტყმის შედეგად დაზარალებული რკინის კიბეებიდან გადააგდო, დაზიანების შედეგად გარდაცვლილი კი თავისივე საცხოვრებელი სახლის ეზოში დამარხა

გიორგი შარაშიძე – რა გასაკვირია, რომ თუნდაც ერთი წლის წინ ევროკავშირი უარყოფითად აფასებდა საქართველოს პროგრესს? – როგორ ფიქრობთ, ელჩს ასეთი მნიშვნელოვანი პოზიციის დაფიქსირება სურს და სამინისტროში გაგზავნილი რიგითი წერილით შემოიფარგლება?

შალვა პაპუაშვილი – ბრიუსელის ღირებულებითი უკუსვლა დაიწყო მაშინ, როდესაც დეზინფორმაცია და პროპაგანდა მისაღებ პოლიტიკურ იარაღად აღიარა – დადასტურდა, რომ კანონი ამერიკულია, რომ ინტეგრაცია ბრიუსელმა შეაჩერა და რომ ჯამი ჭურჭელია

ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ფაქტზე დაკავებულთაგან ხუთ პირს, მათ შორის მანანა გიორგობიანს ბრალი წარედგინა – დადგინდა, რომ დაპირისპირება გიორგობიანისთვის სუპერმარკეტის თანამშრომლის მიერ თანხის დახურდავებაზე უარს მოჰყვა