“ზარქუა კარგი ბიჭია, არაა იმნაირი! ქოცებმა მილიონ ორასი ათასი ლარით დააფინანსეს” – მაია კალანდია

ირაკლი ზარქუას (!) ბიძისა (შარშან გარდაიცვალა) და ლევან იზორიას (!) სიმამრის სახელზეა დარეგისტრირებული, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის, სოფელ ზედაეწერის ტერიტორიაზე, ათეული ჰექტარი მოცვის პლანტაცია. მიწის ნაკვეთების შუაში გზა გადის, ჩრდილოეთით, ნაკვეთები, სოფელ რიყეს ესაზღვრება, გზის სიგრძე კილომეტრნახევარია და ზედაეწერის გადასახვევიდან რიყემდე, მხოლოდ ამ ორი ფეოდალის მოცვია გაშენებული. მოცვის პლანტაციების განაშენიანების ძირითადი დონორი USAID -ი, ამერიკის განვითარების სააგენტოა, ქოცების დიფსტეიტი)) სხვადასხვა დასავლელი დონორების მიერაა დაფინანსებული ხილის სამაცივრე მეურნეობა, რომელიც ასევე ზარქუა-ნარუშილოვკა-მებონიას ბიზნესტანდემია, მილიონ ლარამდე ღირებულების.
ამ კერძო ბიზნესების ხათრით, მუნიციპალური განვითარების ფონდმა შარშან, მილიონნახევრით დააფინანსა აღნიშნულ ტერიტორიაზე გამავალი გზის მშენებლობა, გზის მიმდებარედ, ზედაეწერიდან რიყემდე, ერთი ოჯახიც კი არ ცხოვრობს.
ქოცებმა, სახელმწიფო ბიუჯეტიდან, მილიონ ორასი ათასი ლარით, ზარქუას ბიზნესის ხელშეწყობა დააფინანსეს – ზედაეწერში, რამდენიმე ქუჩაა, სადაც მჭიდრო მოსახლეობაა და ხალხი ასფალტის დაგებას ითხოვს.
P.S. ზარქუა კარგი ბიჭია, არაა იმნაირი!