ზარქუა: ზეიმი განკუთვნილი იყო მათთვის, ვინც გვერდში გვედგა, ზურაბიშვილი ამ სიაში არ ეწერა

ქართული ოცნების წევრი, კანდიდატის სტატუსისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე პრეზიდენტ ს მისვლას ეხმაურება.
ზარქუა ამბობს, რომ “ღონისძიება განკუთვნილი იყო იმ ხალხისთვის, ვინც გვერდში ედგა ხელისუფლებას ევროინტეგრაციის გზაზე”. მისი თქმით, “ზურაბიშვილი ამ სიაში არ ეწერა”.
“ეს პერიოდი ქალბატონი ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ იბრძოდა. მისი განცხადებები ხომ გახსოვთ პარლამენტში, ეს ფსევდორეფორმა არისო და არ იმსახურებსო ეს ხელისუფლება კანდიდატის სტატუსსო. შემდეგ ჩავიდა ევროპაში და იქ ინტერვიუ მისცა, რომ არ ვარ დარწმუნებული, ამ ხელისუფლებას უნდა თუ არა ევროპული პერსპექტივაო. ბუნებრივია, მერე არ უნდა გაგიჩნდეს პრეტენზია, რომ სიტყვით გამოსვლის საშუალება მოგეცეს.
ჩვენ ვთქვით, რომ ზეიმი განკუთვნილია იმ ხალხისთვის, ვინც მხარს უჭერდა, ლობირებდა და გვერდში ედგა ქართულ ხელისუფლებას, ქართველ ხალხს ევროინტეგრაციის გზაზე. შესაბამისად, ქალბატონი ზურაბიშვილი ამ სიაში არ ეწერა”, – თქვა ზარქუამ.
თავისუფლების მოედანზე აქცია-კონცერტი პრემიერმინისტრმა დააანონსა. შეკრება გუშინ, 17:00 საათზე დაიწყო. მმართველი პარტიის მიერ ორგანიზებულ შეკრებაზე პრეზიდენტიც იმყოფებოდა. მანამდე, სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ ეს საქართველოს ზეიმია და თუ შესაძლებლობა მიეცემოდა, სიტყვითაც გამოვიდოდა.
14 დეკემბერს, საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღო, ხოლო და მოლდოვა ევროგაერთიანებაში გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებებს დაიწყებენ.