ზარქუა: არც გიდასტურებთ და არც უარვყოფ, ეგრე მოსულა?

როგორ დაკომპლექტდება “ქართული ოცნების” საარჩევნო სია? – მმართველი ძალის დეპუტატები პრემიერის მსგავსად აცხადებენ, რომ საბოლოო სია ცესკოს ბოლო დღეს წარედგინება.

ს ინფორმაციით, ვინ იქნება “ქართული ოცნების” საპარლამენტო სიაში, ამასთან დაკავშირებით საზოგადოებას ინფორმაცია თვის ბოლოს მიეწოდება.

რაც შეეხება ინფორმაციას, იქნება თუ არა თავად საპარლამენტო სიაში, ამასთან დაკავშირებით, ზარქუა კონკრეტიკას თავს არიდებს.

“არც გიდასტურებთ და არც უარვყოფ, ეგრე მოსულა?“ – ამბობს ზარქუა.

ერთადერთი, რასაც ირაკლი ზარქუა ჟურნალისტებთან ადასტურებს არის ის, რომ ის იქნება “ქართული ოცნების” გუნდში.

თუ არ ვცდები, ამ თვის ბოლოსკენ გვექნება პირველი ნაწილი წარმოდგენილი ჩვენი მომავალი დეპუტატობის კანდიდატობის სია, ხოლო დანარჩენი ნაწილი იქნება, სავარაუდოდ, სექტემბრის დასაწყისში.
მე ერთი ვიცი, რომ გუნდში ვარ, ვრჩები გუნდში, იმიტომ, რომ ეს გუნდი არის მშვიდობის, ეკონომიკური განვითარების და ევროპული ინტეგრაციის გარანტი…

თავის დროზე ყველაფერს გაიგებთ, არანაირი დაპირისპირება, როგორც არასდროს ისე ვართ ერთიანი და მყარი, გავიტანეთ, იმხელა რყევებს გავუძელით,” – ამბობს ზარქუა.

პრემიერის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, “ოცნების” სია ბოლო დღეს შევა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, მანამდე კი სიის ნაწილი საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება.