„ქართული ოცნების“ წევრი, დეპუტატი ირაკლი ზარქუა აღიარებს, რომ მმართველ პარტიას რუსული კანონის მიღება იმ არასამთავრობო ორგანიზაციების გასაქრობად უნდა, რომლებიც მთავრობის მიმართ კრიტიკულად არიან განწყობილი.
„როგორც კი დაფინანსება ღია და გამჭვირვალე გახდება, ლომჯარიები და გიგაურები გაქრებიან. რატომ? – იმიტომ, რომ ჩაენაცვლებიან ღირსეულებით, პატიოსნებით, ვინც ქართულ საქმეს აკეთებენ, ხოლო მას, ვინც შავ საქმეს აკეთებს, ბუნებრივია, დონორი აღარ დააფინანსებს და ამიტომაც ეშინიათ სამსახურის დაკარგვის“ – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
ჟურნალისტის კითხვაზე, არის თუ არა ეს აღიარება, ირაკლი ზარქუა პასუხობს:
„ჩვენი ინტერესია იმ NGO-ების… რომლებიც შავ საქმეს აკეთებენ, ებრძვიან მართლმადიდებლობას, ჩვენს ტრადიციებს, ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ იბრძვიან, ბუნებრივია, არ მიეცემათ საშუალება, რომ ჩვენს ქვეყანაში იმუშაონ“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.