ზარალზე მყოფი გაზპრომი 2023 წლის დივიდენდებს აღარ გადაიხდის – რუსული მედია

ზარალზე მყოფი გაზპრომი 2023 წლის დივიდენდებს აღარ გადაიხდის. ამის შესახებ რუსული პრესა წერს. გასული წლის შედეგების მიხედვით, კომპანიამ, რომლის მთავარი აქციონერი 50,23%-იანი წილით ს მთავრობაა, 25 წლის განმავლობაში პირველად დააფიქსირა 629 მლრდ რუბლი ზარალი.
ამასთან ერთად, 2024 წლის დასაწყისიდან „გაზპრომმა“ მკვეთრად გაზარდა ჩინეთში გაზის მიწოდება „ს ძალის“ მეშვეობით, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 37,4%-ით აღემატება.
გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის ფედერაციის მინისტრთა კაბინეტმა დაავალა შესაბამის დეპარტამენტებს, არ დააკისრონ „გაზპრომს“ 2023 წლისთვის დივიდენდების გადახდა.
დივიდენდების გადახდაზე უარის თქმის შესახებ დირექტივას მოამზადებენ ფინანსთა სამინისტრო, ენერგეტიკის სამინისტრო და სახელმწიფო ქონების მართვის ფედერალური სააგენტო (როსიმუშჩესტვო).