ზაპორჟიეზე ავიადარტყმას ნგრევა მოჰყვა, არიან დაშავებულები

ექვსი ადამიანი დაიჭრა უკრაინის ზაპოროჟიეს რაიონზე ს ავიადარტყმის შედეგად. შეტევა 20 მარტს, ღამით იყო.
ზაპოროჟიეს საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ივან ფიოდოროვის მიერ დღეს, 21 მარტს დილით გავრცელებული ინფორმაციით, დაჭრილებს შორის 4 წლის ბიჭია. ფიოდოროვის ცნობითვე, რუსულმა ავიაბომბებმა დაანგრია ორი და დააზიანა სამი კერძო სახლი.
გასულ ღამით რუსეთის ჯარებმა უპილოტო საფრენი აპარატებით მასირებული შეტევა მიიტანეს ოდესაზე. უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, დაშავდა სამი ადამიანი. დაზიანდა მრავალსართულიანი სახლი, ხანძრები გაჩნდა სავაჭრო ცენტრსა და მაღაზიებში.
სა და რუსეთს შორის საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის მიზნით, -ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 18 და 19 მარტს სატელეფონო საუბრები გამართა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან და უკრაინის პრეზიდენტ სთან.
უკრაინაში ომის დასრულების საკითხზე მოლაპარაკებები მომავალ კვირაში, საუდის არაბეთში უნდა განახლდეს.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

გივი თარგამაძე – მთელი ეს პერიოდი რიჟვაძის მამა არაოფიციალურად ჰყავდათ დაპატიმრებული – წნეხი იყო იმდენად დაუნდობელი, რომ ჩემი შემოსახლების მომენტისთვის, რიჟვაძის ახლო ნათესავების და ბიძაშვილ-მამიდაშვილების ორი წრე უკვე გაქცეული იყო ქვეყნიდან