ზაპოროჟიეში მსხვერპლია ს ჯარების მორიგი შეტევის შედეგად

რუსეთის ჯარებმა მორიგი იერიში მიიტანეს უკრაინის ქალაქ ზაპოროჟიეზე. შეტევა შუაღამის შემდეგ დაიწყო.
ზაპოროჟიეს საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ივან ფიოდოროვის ტელეგრამ-არხზე დღეს, 16 სექტემბერს დილის რვა საათისთვის გამოქვეყნებული ინფორმაციით, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან დარტყმის შედეგად დაიღუპა 1 და დაიჭრა 13 ადამიანი. დაჭრილებს შორის ორი ბავშვია.
დანგრეულია სახლები და სხვა შენობები.
ფიოდოროვის თანახმად, გასული 24 საათის განმავლობაში ს ჯარებმა სხვადასხვა სახეობის იარაღით 540 დარტყმა განახორციელეს ზაპოროჟიეს ოლქის 16 დასახლებულ პუნქტზე. ერთი ადამიანი დაიღუპა პოლოგოვსკის რაიონში.
საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ინფორმაციით, იყო როგორც საავიაციო, ისე საარტილერიო შეტევა. დაზიანებულია სახლები, საწარმოები და კომერციული შენობები.
ფორუმი