ზაპოროჟიეს ფრონტზე რუსული შეტევა ჩაიშალა – ლიკვიდირებულია 1 710 ოკუპანტი

ზაპოროჟიეს ფრონტზე რუსული შეტევა ჩაიშალა – ლიკვიდირებულია 1 710 ოკუპანტი | ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს. ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ეს 2026 წლის ყველაზე მაღალი დღიური დანაკარგია. უწყებამ ასევე განმარტა, რომ რუსები ფრონტის რამდენიმე მონაკვეთზე წინსვლისთვის უამინდობისა და ნისლის გამოყენებას შეეცადნენ, თუმცა თავდაცვის ძალებმა პოზიციები შეინარჩუნეს
🔻 სიტუაციაზე კომენტარი უკრაინის შეიარაღებული ძალების უპილოტო სისტემების ძალების მეთაურმა, რობერტ ბროვდიმ გააკეთა. ბროვდის თქმით, დობროპილიას, პოკროვსკისა და ჰულიაიპოლეს სექტორებში ამინდის მკვეთრმა ცვლილებამ მტერს შეტევითი მოქმედებების განახლებისკენ უბიძგა, თუმცა უკრაინულმა ქვედანაყოფებმა წინსვლის შეჩერება შეძლეს.
💬 „ადგილზე მყოფი დამცველები შეუდარებლები იყვნენ – დღენახევრის განმავლობაში აღნიშნული სექტორის არც ერთი მონაკვეთი მტრის მიერ არ გარღვეულა. ამასთან, ოკუპანტების საერთო დანაკარგი მნიშვნელოვნად დიდი იყო.“ – თქვა რობერტ ბროვდიმ.
💬 “ჩვენი დამცველები აგრძელებენ მტრის შეკავებას ყველა მიმართულებაზე. ზაპოროჟიეს სექტორში ოკუპანტების მცდელობა, დაებრუნებინათ დაკარგული პოზიციები, სრული კრახით დასრულდა. მადლობა თითოეულ ჯარისკაცს და დრონის ოპერატორს ასეთი მაღალი ეფექტურობისთვის.” – წერია უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებაში.
🔻 უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მიერ გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციით, გარდა ცოცხალი ძალისა, განადგურებულია მტრის მნიშვნელოვანი ტექნიკა:
• ტანკები: 15 ერთეული
• ჯავშანტექნიკა: 34 ერთეული
• საარტილერიო სისტემები: 28 ერთეული
• უპილოტო საფრენი აპარატები: 52 ერთეული

ასევე დაგაინტერესებთ

ევროპის ქვეყნები, იაპონია და კანადა – უმკაცრესად ვგმობთ ირანის მიერ ბოლო დროს განხორციელებულ თავდასხმებს სპარსეთის ყურეში შეუიარაღებელ კომერციულ გემებზე, სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე და ირანის მიერ ჰორმუზის სრუტის ფაქტობრივ დახურვას

არქიმანდრიტი იოვანე მჭედლიშვილი – კვირის მსახურება დაიწყება 09:00 საათზე, მეუფე შიო აღავლენს წირვას, მსოფლიო პატრიარქს 12:00 საათისთვის ველოდებით და წესის აგებაში მიიღებს მონაწილეობას – ეს არის მისი გადაწყვეტილება