ზაპოროჟიეს რაიონში, რუსი ოკუპანტების განმეორებითი თავდასხმის შედეგად უკრაინელი მაშველები დაიღუპნენ

ზაპოროჟიეს რაიონში, რუსი ოკუპანტების განმეორებითი თავდასხმის შედეგად უკრაინელი მაშველები დაიღუპნენ
ზაპოროჟიეს რაიონში რუსი ოკუპანტების განმეორებითი თავდასხმის შედეგად ორი მაშველი დაიღუპა, სამი კი დაშავდა.
უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის, იგორ კლიმენკოს თქმით, საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის თანამშრომლები ს თავდასხმის ერთ-ერთ ადგილას გაჩენილი ხანძრის ჩაქრობას ცდილობდნენ, რა დროსაც ოკუპანტებმა ამავე ადგილს მეორედ დაარტყეს
“სამწუხაროდ, მტრის დაბომბვის შედეგად დაიღუპა საგანგებო სიტუაციების სამსახურის ორი თანამშრომელი. ჩვენი უიარაღო გმირები ახლა სამუდამოდ 31 და 34 წლის არიან…”, – აღნიშნა მინისტრმა.
მისივე ინფორმაციით, დაშავებულია კიდევ სამი მაშველი და ოთხი მშვიდობიანი მოქალაქე.