ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა – და მოსკოვი ერთმანეთს ადანაშაულებენ

ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა. და მოსკოვი მომხდარში ერთმანეთს ადანაშაულებენ. რუსეთში ამტკიცებენ, რომ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს ცეცხლი უკრაინელების მიერ ზაპოროჟიეს რეგიონის დაბომბვის შედეგად გაუჩნდა. რუსების ცნობით, ექვსივე ენერგობლოკი გაგრილების სისტემაზეა გადაყვანილი, ხოლო რადიაციული ფონი ნორმაშია.
უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობითაც ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე რადიაციული მდგომარეობის ცვლილება არ დაფიქსირებულა. კიევში დარწმუნებული არიან, რომ ხანძარი სადგურის ტერიტორიაზე რუსებმა გააჩაღეს. ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით, მსოფლიოს და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს რეაქციას ელოდება.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა გვარამია „მოსკოვის მექანიზმის“ მისიის ანგარიშზე – დასკვნა იმაზე უფრო მძიმეა, ვიდრე მოსალოდნელი იყო – ეს არის საერთაშორისო მნიშვნელობის, ძალიან სერიოზული საგამოძიებო დოკუმენტი

შსს – კახეთში მამაკაცს თანხის გამოძალვის მიზნით პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში გაუვრცელეს, რის შემდეგაც მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა – დაკავებულია ორი პირი