ზაპოროჟიეზე რუსული დრონებით მასირებული შეტევა იყო

რუსეთის ჯარებმა გასულ ღამით უპილოტო საფრენი აპარატებით მასირებული შეტევა მიიტანეს უკრაინის ქალაქ ზაპოროჟიეზე.
ადგილობრივი ხელისუფლების მიერ 2 მაისს, დილის შვიდი საათისთვის გამოქვეყნებული მონაცემებით, დაჭრილია 29 ადამიანი.
საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ივან ფიოდოროვის ინფორმაციით, ნაწილობრივ დანგრეული და დაზიანებულია სახლები, უნივერსიტეტის შენობა და ინფრასტრუქტურის ობიექტები.
ფორუმი