ზაპოროჟიეზე რუსეთის თავდასხმას სამკაციანი ოჯახი ემსხვერპლა

წუხელ ზაპოროჟიეზე ს დარტყმის შედეგად სამკაციანი ოჯახი დაიღუპა, მათ შორის 14 წლის გოგონა. ამის შესახებ ზაპოროჟიეს რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ივან ფედოროვმა განაცხადა.
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ზაპოროჟიეს თავს დაესხა 12 მოიერიშე დრონი. მათ დააზიანეს მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსები და კერძო საცხოვრებელი სახლები, მანქანები, საბავშვო ბაღი და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის სხვა ობიექტები.
დაშავდა 12 ადამიანი, მათ შორის ერთი ჩვილი ბავშვი.
უკრაინის საჰაერო ძალებმა განაცხადეს, რომ 21-22 მარტის ღამეს რუსეთის არმიამ ს შეუტია „შაჰედის“ ტიპის 179 დრონითა და დრონის იმიტატორით. გავრცელებული ინფორმაციით, ჩამოგდებულია 100 დრონი, 63 კი უსაფრთხოდ ჩამოვარდა. თავდასხმა შეეხო ზაპოროჟიეს, ხარკოვის, სუმისა და ს ოლქებს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თავდასხმაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. მოსკოვი მთელი ომის განმავლობაში კატეგორიულად უარყოფს უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს.

ასევე დაგაინტერესებთ

„თბილისი ცენტრალი“ ვაგზლის ბაზრობის ტერიტორიაზე 30 აპრილს გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და მზაობას გამოთქვამს, მოამზადოს სავაჭრო სივრცის რეკონსტრუქციის პროექტი

ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსები 9 მაისს ცეცხლის შეწყვეტას ითხოვენ, როცა თავად ყოველდღე ურტყამენ უკრაინას, ეს უმაღლესი დონის ცინიზმია – თუ ცეცხლის შეწყვეტაა, მაშინ არა მათ დღესასწაულებზე, არამედ ყოველდღე უნდა იყოს