ზანგეზურის მარშრუტი და მკაცრი ტონი ბაქოდან საქართველოს მიმართ

აზერბაიჯანული პროსახელისუფლებო გამოცემა Caliber საავტორო სტატიით ეხმაურება ბოლო კვირებში საქართველოს საბაჟოებზე აზერბაიჯანული ტრაილერების ხანგრძლივ შეფერხებას და აცხადებს, რომ ბაქო „უპასუხოდ ვერ დატოვებს“ საკუთარი მოქალაქეების უღირს დამოკიდებულებას, რომელიც ქართველი მებაჟეების მიერ უხეშობითა და ირონიით გამოიხატება. ქართული მხარის დამოკიდებულების შესაძლო მიზეზი, როგორც სტატიაშია ნათქვამი, ე.წ. ზანგეზურის დერეფანია, რომელიც 2025 წლის აგვისტოში ვაშინტონში სომხეთ-აზერბაიჯანისა და -ს შეთანხმების საგანი გახდა.
რამდენიმე კვირით ადრე აზერბაიჯანი ზანგეზურის კორიდორის რეალიზაციის წინააღმდეგ ძალებზეც საუბრობდა.
“თავდაპირველად ეს შემთხვევითობად მოიაზრებოდა, მაგრამ დროთა განმავლობაში გამოიკვეთა სისტემა, რომელსაც აღარაფერი აკავშირებს იმ წინა პროგნოზირებადობასთან. აზერბაიჯანელი მძიმეტვირთიანი მანქანების მძღოლები, რომლებიც ამ მიმართულებაზე ათწლეულებია მუშაობენ, მოულოდნელად აღმოჩნდნენ გარემოში, სადაც წესრიგი ქაოსმა შეცვალა, თავაზიანობა – უხეშობამ, ხოლო კანონმა – უკანა პლანზე გადაინაცვლა”, – წერს გამოცემა.
აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, ადამიანებს აშკარა საფუძვლის გარეშე აჩერებდნენ, დოკუმენტების განხილვას კვირებს ანდომებმდა ქართული მხარე, ხოლო განმარტებების მოთხოვნაზე გაღიზიანებასა და გაურკვეველ პასუხებს აწყდებოდნენ ქართული საბაჟოს თანამშრომლებისგან.
“სწორედ ასეთი ეპიზოდების თანმიმდევრობა გახდა ყველაზე თვალსაჩინო დასტური იმისა, რომ საქმე შემთხვევით შეფერხებასთან კი არა, მექანიზმთან გვაქვს, რომელიც რაღაც მომენტში საკუთარი წესებით დაიწყო მოქმედება”.
აზერბაიჯანული სატვირთო მანქანის ერთ-ერთმა მძღოლებმა აზერბაიჯანული ტელევიზიის რეპორტაჟში თქვა, რომ მისი მანქანა თბილისში საბაჟოზე 21 დღეა გაჩერებული.
„ყველაფერი წესრიგში მაქვს დოკუმენტებთან, არანაირი საფუძველი არ არსებობს ამდენი დღის განმავლობაში რომ გამაჩერონ თან საბაჟოს თანამშრომლები უხეშად გვექცევიან. საბაჟოებს გარდა, დიდ პრობლემებს გვიქმნიან საგზაო პოლიციის თანამშრომლებიც,“ – ციტირებს მას გამოცემა [დაახლოებით, იმავეს ამბობენ სხვა მძღოლებიც აზერბაიჯანული ტელევიზიის რეპორტაჟში].
Caliber წერს, რომ არსებული ვითარება გარდაუვალ კითხვას აჩენდა: თუ მსგავსი შემთხვევები სისტემატურად მეორდება, მაშ, ამ ყველაფრის უკან დგას მიზეზი, რომელიც ელემენტარულ ორგანიზაციულ ქაოსს სცდება.
“აზერბაიჯანელ მძღოლებს ეუბნებოდნენ: „იარეთ ზანგეზურის გავლით. როცა თქვენი ზანგეზურის კორიდორი იქნება მზად.“ ეს სიტყვები ხუმრობას არ ჰგავდა – უფრო დამალულ გაღიზიანებას. აქ ჩანს პირველი და, ალბათ, მთავარი მიზეზი. თბილისში ხედავენ, რომ რეგიონში ლოგისტიკური რეალობა იცვლება და ზანგეზურის მარშრუტი აღარ განიხილება როგორც შორეული პერსპექტივა – ის რეალურად შენდება და ახალი ინფრასტრუქტურის ნაწილად იქცევა, რომელიც ადრე თუ გვიან ჩვეულ ბალანსს შეცვლის.
“ვაშინგტონის შეთანხმებით გაჩნდება ახალი შესაძლებლობები საქართველოსთვისაც” – ერევანი
აქვე სტატიაში საუბარია სხვა მოტივზეც, რომელსაც, როგორც Caliber წერს, ექსპერტები სულ უფრო ხშირად განიხილავენ.
“საქართველოს ურთიერთობა ჩრდილოელ მეზობელთან ბოლო წლებში ისე ვითარდებოდა, რომ მისმა გავლენამ შესაძლოა გარკვეულ პრაქტიკულ გადაწყვეტილებებში იჩინოს თავი. ანალიტიკურ წრეებში ისიც ითქვა, რომ გაღიზიანება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ ზანგეზურის კორიდორთან დაკავშირებული შეთანხმებები ვაშინგტონში იქნა მიღწეული და პროექტი წინ მოძრაობს მათ გარეშე, ვინც მსგავს პროცესებს საკუთარი გავლენის სფეროდ თვლიდა. ამ ფონზე შესაძლებელია, რომ გარკვეულმა ჯგუფებმა, რომლებიც ჩრდილოეთის ერთ ქვეყანასთან არიან ორიენტირებულნი, აზერბაიჯანელი მძღოლებისთვის ხელის შეშლის ნებისმიერი შესაძლებლობა გამოიყენეს”.
აზერბაიჯანული პროსახელისუფლებო მედიის განმარტებით, ეს არც მტკიცებაა და არც საბოლოო დასკვნა, “მაგრამ ასეთი ვარიანტი სულ უფრო ხშირად ჩნდება რეგიონულ დინამიკაზე დაკვირვებულ ექსპერ­ტთა შეფასებებში. დღევანდელ პოლიტიკურ კონფიგურაციაში თუნდაც სუსტი მინიშნებაც კი აღარ ჩანს აბსტრაქციად”.
ამის ფონზე, გამოცემა ქართულ მხარეს წლების განმავლობაში პარტნიორობისა და ურთიერთდახმარების მომენტებს და ამავე დროს იმას ახსენებს, რომ აზერბაიჯანი “ერთნაირად იმახსოვრებს როგორც კეთილ დამოკიდებულებას, ისე სხვა შემთხვევებს”.
“საქართველო მრავალი წლის განმავლობაში იყო და არის პარტნიორი, რომელთანაც ბაქოს ნდობაზე, ურთიერთდახმარებასა და გახსნილობაზე დაფუძნებული ურთიერთობები აქვს. აზერბაიჯანს არასდროს გადაუხვევია საქართველოს დახმარებიდან, მათ შორის რთულ პერიოდებში. ამიტომაც დღეს ჩვენს საზოგადოებაში ბუნებრივ გაკვირვებას იწვევს აზერბაიჯანელი მძღოლების მიმართ არსებული მდგომარეობა. ქვეყანას, რომელიც სტაბილური თანამშრომლობით სარგებლობს, მინიმუმ ელემენტარული პატივისცემის გამოვლენა სჭირდება აზერბაიჯანის მოქალაქეების მიმართ, რომლებიც თავის სამუშაოს ასრულებენ და უზრუნველყოფენ სავაჭრო ბრუნვას, რაც არამხოლოდ აზერბაიჯანისთვის, არამედ თავად საქართველოსთვისაც არის მომგებიანი. აზერბაიჯანის პოზიცია უცვლელია. აზერბაიჯანი ერთნაირად იმახსოვრებს როგორც კეთილ დამოკიდებულებას, ისე სხვა შემთხვევებსაც, სადაც უსამართლობა იკვეთებოდა. ქვეყნისა და მისი მოქალაქეების მიმართ უსამართლობა არასოდეს რჩება უპასუხოდ ეს მრავალჯერ დადასტურებულა სხვადასხვა პერიოდში, იქნება ეს AZAL-ის თვითმფრინავის ტრაგედია, აზერბაიჯანელების მკვლელობები ეკატერინბურგში თუ ბაიდენის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებები, რომლებიც ბაქოს უსამართლო ეგონა. ყველა ამ შემთხვევაში აზერბაიჯანის რეაქცია იყო თანმიმდევრული და ერთმნიშვნელოვანი”.
აქვე გამოცემა ახსენებს თბილისს, რომ ტრანზიტის თვალსაზრისით საქართველოს წლების განმავლობაში არსებული მონოპოლია, აღარ არის უთქმელად მიღებული რეალობა – “აზერბაიჯანი კი სამხრეთ კავკასიაში სამხედრო და ეკონომიკურ ცენტრად უფრო მყარად ყალიბდება”.
“ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც ქართულ მარშრუტზე ნდობას ამცირებს, პირველ რიგში თავად საქართველოს აზიანებს, რომელიც ტრანზიტს სტრატეგიულ უპირატესობად თვლიდა. აზერბაიჯანი კი მკაფიოდ აჩვენებს, რომ მისი მოქალაქეების ღირსება და მათი უფლებების უსაფრთხოება კომპრომისის თემა არ არის”.
პროსახელისუფლებო გამოცემა ასევე ახსენებს ქართულ მხარეს საქართველოში მცხოვრებ დიდ აზერბაიჯანულ საზოგადოებას.
“ნებისმიერ უსამართლობას ან უპატივცემულო დამოკიდებულების ნიშანს ისინი განსაკუთრებით მტკივნეულად აღიქვამენ. ბაქოსთვის ამ საზოგადოების განცდები ყოველთვის იყო მნიშვნელოვანი და ეს კვლავ უცვლელად რჩება. აზერბაიჯანი არასდროს ტოვებდა თავის მოქალაქეებსა და თანამემამულეებს მხარდაჭერის გარეშე, მიუხედავად იმისა, სად ცხოვრობენ ისინი. ეს არ არის გაფრთხილება და არც მინიშნება – ეს არის პოლიტიკური რეალობის ნაწილი, რომელსაც ყველას მოუწევს გათვალისწინება”.
აზერბაიჯანული ტვირთის შეფერხებაზე ინფორმაცია პირველად ხუთი დღის წინ report.az -მა გაავრცელა, რომლის თანახმად, სა და თბილისის საბაჟო-გამშვებ პუნქტებზე უკვე 20 დღეზე მეტია აზერბაიჯანული სატვირთო ავტომობილები გაჩერებულია.
ერთ-ერთმა სატვირთო მანქანის მძღოლმა, ასლან ქერიმოვმა, Report-ს განუცხადა, რომ პრობლემა მხოლოდ თამბაქოს პროდუქტებით დატვირთულ ფურებს ეხება – დანარჩენებს თავისუფლად ატარებენ.
მისი თქმით, ქართული მხარე მხოლოდ აზერბაიჯანულ მანქანებს აჩერებს, მაშინ როცა ქართული მანქანები შეუფერხებლად გადიან.
„მიზეზს არ გვიხსნიან და კონკრეტულ პასუხებს არ გვაძლევენ. მივმართეთ საბაჟოს, მაგრამ გვითხრეს, რომ მანქანები ფინანსური პოლიციის კონტროლქვეშ მოხვდა. ამასთან, მანქანები ტრანზიტულ ტვირთს ეზიდებიან და ევროპისკენ მიემართებიან“, – თქვა ქერიმოვმა.
მისივე თქმით, არ არსებობს არანაირი სასამართლო გადაწყვეტილება დაკავების შესახებ – სატვირთოებს უბრალოდ საბაჟოს თანამშრომლები აკვირდებიან. მისი თქმით, მძღოლებთან მიმართება უხეშია და კითხვებზე პასუხებს თავს არიდებენ.
Report.az-ის ინფორმაციითვე, აზერბაიჯანის გენერალურ საკონსულოში ბათუმში განუცხადეს, რომ აღნიშნული საკითხის შესახებ ინფორმაცია აქვთ და პრობლემის გადაჭრაზე მუშაობენ.
“საქართველოს აზერბაიჯანის საელჩომაც დაადასტურა, რომ მიიღო წერილობითი მიმართვა და საკითხით დაკავებულია”.
ზუსტად 5 დღის წინ, 26 ნოემბერს -ს საელჩომ საქართველოში გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად, “ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ალან პერსელი ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილს შეხვდა, რათა განეხილა, სხვა საკითხებთან ერთად, ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობები, საქართველოს ეკონომიკური განვითარება, აშშ-ის სანქციები ს წინააღმდეგ და როგორ შეუძლია საქართველოს მხარი დაუჭიროს „ტრამპის მარშრუტს საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის“ (TRIPP).
“ტრამპის მარშრუტი” საქართველოსთვისაც სასარგებლოა – პაპუაშვილი