ზანგეზურის დერეფნის მშენებლობა 2030 წლამდე დასრულდება – თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი

„ზანგეზურის დერეფნის“ მშენებლობა 2030 წლამდე დასრულდება, – ამის შესახებ თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა გამოცემა CNN Turk-თან ისაუბრა.
„თურქეთი შუა დერეფნის მნიშვნელოვანი რგოლია. ამ დროისთვის ჩვენ ტვირთების სასურველი რაოდენობების გადაზიდვა არ შეგვიძლია. თუმცა ჩვენ ყოველდღიურად ვავითარებთ ამ პოტენციას ბაქო – თბილისი – კასპიის ზღვის გავლით. ზანგეზურის დერეფანი ამ მარშრუტის გამტარუნარიანობის ზრდაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს“, – განაცხადა აბდულკადირ ურალოღლუმ.
თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა განმარტა, რომ ზანგეზურის დერეფანი გახდება უმოკლესი გზა, რომელიც თურქულ სახელმწიფოსა და აღმოსავლეთს დააკავშირებს.