„ზანგეზურის დერეფნის“ დოკუმენტს ხელი მალე მოეწერება, მშენებლობა კი წლის მეორე ნახევარში დაიწყება – სომხეთის საგარეო უწყება

TRIPP-ის პროექტთან („ზანგეზურის დერეფანი“) დაკავშირებით პირველ სომხურ-ამერიკულ დოკუმენტს ხელი უახლოეს დღეებში ან კვირებში მოეწერება, ხოლო მშენებლობა 2026 წლის მეორე ნახევარში დაიწყება.
ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანმა საზოგადოებრივი ტელევიზიის ეთერში განაცხადა.
მირზოიანი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ უფლებების, ვალდებულებებისა და ტექნიკური დეტალების გასარკვევად შეერთებულ შტატებთან აქტიური მუშაობა მიმდინარეობს.