აზერბაიჯანის რკინიგზის თავმჯდომარე აცხადებს, რომ “ზანგეზურის დერეფანი” ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზთან ერთად, რეგიონის სატრანზიტო შესაძლებლობას გაზრდის და ერთიანი სისტემას შექმნის, რაც ტვირთების ნაკადის გატარებას შეუწყობს ხელს.
როგორც აზერბაიჯანის სამთავრობო სააგენტო Report წერს, რომ როვშან რუსტამოვმა ამის შესახებ ყაზახეთში გამართულ ფორუმზე განაცხადა, რომელშიც საქართველოც იღებდა მონაწილეობას. ყაზახეთში სამ ქვეყანას შორის გაფორმდა ურთიერთგაგების მემორანდუმი „ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის გასწვრივ ტვირთების გადაზიდვის ორგანიზების შესახებ“.
აღსანიშნავია, რომ „ზანგეზურის დერეფანს“ როგორც მას აზერბაიჯანი უწოდებს, რეალურად არის გზა, რომლითაც სომხეთის სიუნიქის პროვინცია დააკავშირებს აზერბაიჯანის ექსკლავ ნახიჩევანს დანარჩენ აზერბაიჯანთან.
ამას გარდა, ყაზახეთში გამართული ფორმის ფორმის ფარგლებში აზერბაიჯანი, ყაზახეთი და საქართველოს ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის ცნობილი როგორც “შუა დერეფანი”, ერთიან ტარიფზე შეთანხმდნენ.
ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი 2017 წლის 30 ოქტომბერს ამოქმედდა. პროექტის ფარგლებში აშენდა ყარსი-ახალქალაქის 98 კმ-იანი რკინიგზა, რომლის 68 კმ თურქეთის ტერიტორიაზეა, 30 კმ კი საქართველოს ტერიტორიაზე. ამავე პროექტით საქართველოში ახალქალაქი-თბილისის 183 კმ-იანი სარკინიგზო მონაკვეთის რეკონსტრუქცია მოხდა. ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის საერთო სიგრძე 827 კმ-ია.
