ზანგეზურის დერეფანი ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მარშრუტის ალტერნატივად განიხილება – ამის შესახებ განცხადება თურქეთის ტრანსპორტის მინისტრმა, აბდულქადირ ურალოღლუმ გააკეთა.
“ეს დერეფანი აღმოსავლეთით კასპიის ზღვიდან გადაიკვეთება და ჩვენ მის გაყვანაზე ვმუშაობთ. თურქეთის მონაკვეთი 224 კმ სიგრძისაა და მას საფუძველი 2025 წელს ჩაეყარა“ | ამბობს მინისტრი.




