“ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა? დე ლაურენტისს მხოლოდ ერთი რამ ვთხოვე” – ანტონიო კონტე

“ნაპოლის” მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ, ჟურნალისტებთან ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის შესახებ ისაუბრა. გამოცდილი იტალიელი სპეციალისტის თქმით, მან კლუბის პრეზიდენტს აურელიო დე ლაურენტისს სთხოვა, რომ თუ სატრანსფერო ფანჯარაზე გუნდის გაძლიერების შანსი იქნება, ამაზე უარი არ თქვას.
“უკვე 41 ქულა დავაგროვეთ, ვფიქრობ, სეზონის დასაწყისში ამას ვერავინ იფიქრებდა. ამით უნდა ვიამაყოთ, თუმცა ამავდროულად ამაზე არ უნდა დავკმაყოფილდეთ და ზრდა გავაგრძელოთ.
ჩემს ფეხბურთელებს ყოველთვის ვეუბნები, რომ გაუმჯობესება არ შეწყვიტონ, ამას საკუთარი თავისგანაც ვითხოვ.
ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა? დე ლაურენტისს ვთხოვე, რომ არ დავსუსტდეთ და თუ გუნდის
გაძლიერების შანსი იქნება, ამაზე უარი არ თქვას”, – განაცხადა კონტემ.
შეგახსენებთ, “ნაპოლი” “ატალანტასთან” ერთად ჩემპიონატის ლიდერია და მომდევნო შეხვედრას 4 იანვარს ფლორენციაში „ფიორენტინასთან“ ჩაატარებს.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში