“ზამთარში გამოსახლება არის კატასტროფა… ჩემ დროს მსგავსი რამ არ ხდებოდა” – მამუკა ხაზარაძე

პარ­ტია “ლე­ლოს” ლი­დე­რი მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძე აცხა­დებს, რომ ზამ­თარ­ში ოჯა­ხე­ბის გა­რეთ გა­მო­სახ­ლე­ბა კა­ტას­ტრო­ფაა და მისი “თი­ბი­სი ბან­კში” ყოფ­ნის დროს მსგავ­სი რამ არ ხდე­ბო­და. ამის შე­სა­ხებ ხა­ზა­რა­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას გა­ნუ­ცხა­და.
„ყველა ქვეყანაში მსგავსი რამ ზამთარში არის აკრძალული, ეს არის კატასტროფა“, – განაცხადა ხაზარაძემ.
კითხვაზე, თქვენ დროს როგორ ხდებოდა, ხაზარაძემ აღნიშნა: „ჩემს დროს მსგავსი რაღაც არ ხდებოდა და არც ახლა არ ხდება“.