ზამთარში ადამიანების გამოსახლება ყველა ევროპულ ქვეყანაში აკრძალულია! – სალომე ზურაბიშვილი

მიმდინარე კვირას, თბილისში, ერთდროულად სამ ოჯახს უსახლკაროდ დარჩენა ემუქრება. 23, 24 და 26 იანვარს აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ ხატიაშვილების, კაკიაშვილებისა და ბალახაძეების ოჯახების გამოსახლება იგეგმება – ინფორმაციას ამის შესახებ “სოციალური სამართლიანობის ცენტრი” ავრცელებს.
კეკელიძის #1 ნომერში, ამ წუთებში აღსრულების ეროვნული ბიურო საპოლიციო ძალების დახმარებით ხატიაშვილების ოჯახის გამოსახლებას ცდილობს. ბიუროს წარმომადგენლებმა კარი დაამტვრიეს და ბინაში შევიდნენ. სახლში აქტივისტებს, მოქალაქეებსა და უწყების წარმომადგენლებს შორის დაპირისპირებაა.
ბინაში მანამდე ჩაჭრეს ელექტროენერგია, გაიტანეს ავეჯი, სადარბაზოს შესასვლელი კარი, რომელიც შედუღებული იყო, სპეციალური საშუალებებით “გაჭრეს”.
ბარიკადების საშუალებით აქტივისტები და მოქალაქეები ცდილობდნენ შეეკავებინათ აღსრულების ეროვნული ბიურო.
არსებული ინფორმაციით, თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე, სადაც გამოსახლება მიმდინარეობს ირაკლი კაკაბაძე და გიორგი ღვინჯილია დააკავეს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაკავებულია ანა დოლიძის პარტიის წევრიც. დაკავებულების ზუსტი რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია.
მომხდარს ეხმაურება :
“ზამთარში ადამიანების გამოსახლება ყველა ევროპულ ქვეყანაში აკრძალულია! ადამიანის უფლებები თუ ევროპული ღირებულებები სხვა კი არაფერია”

ასევე დაგაინტერესებთ