„ზამთარში ადამიანების გამოსახლება ყველა ევროპულ ქვეყანაში აკრძალულია“ – პრეზიდენტი

„ზამთარში ადამიანების გამოსახლება ყველა ევროპულ ქვეყანაში აკრძალულია!“ – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დაწერა და ქალაქის ცენტრში მოქალაქეების საცხოვრებლიდან გამოსახლების ფაქტს გამოეხმაურა.
„ზამთარში ადამიანების გამოსახლება ყველა ევროპულ ქვეყანაში აკრძალულია! ადამიანის უფლებები თუ ევროპული ღირებულებები სხვა კი არაფერია!“ – წერს პრეზიდენტი.
შეგახსენებთ, რომ დღეს დილით თბილისის ცენტრში, კეკელიძის #1-ში აღსრულების პოლიციამ ოჯახის გამოსახლება დაიწყო. გავრცელებული ინფორმაციით, აქციაზე 3 პირი, მათ შორის – ირაკლი კაკაბაძე, გიორგი ღვინჯილია და ანა დოლიძის პარტიის წევრი, დააკავეს.
მოქალაქეებს გაშლილი აქვთ ბანერები: „ხალხი გამოსახლების წინააღმდეგ“, „აიკრძალოს უკანასკნელი საცხოვრისიდან გამოსახლება“.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – „მაკკეინის ინსტიტუტის“ დასკვნა არის ლუსტრაცია, როგორ იგეგმება არეულობები, პირდაპირ დებს სცენარს, რომ იქნება პროტესტი დამკვირვებლების მიერ არჩევნების შედეგების აღიარების მიუხედავად

მამუკა მდინარაძე -კახეთის ისტორია არის სამშობლოსთვის ბრძოლის და გმირობის ისტორია, მამულის, ენის და სარწმუნოებისათვის ბრძოლის ისტორია – ალბათ, ვერავინ წარმოიდგენდა, ცივილიზებულ სამყაროშიც ამ გამოწვევის წინაშე ვიქნებოდით