უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, ვალერი ზალუჟნი ადასტურებს, რომ მათმა საჰაერო ძალებმა ორი მნიშვნელოვანი რუსული სამხედრო თვითმფრინავი – მზვერავი A-50 და ბომბდამშენი Іл-22М – ჩამოაგდეს.
“უკრაინის საჰაერო ძალების ჯარისკაცებმა გაანადგურეს მოწინააღმდეგის A-50, შორი დისტანციური რადარის აღმომჩენი თვითმფრინავი და მტრის Іл-22М,” – წერს ზალუჟნი Telegram-ზე.
ცნობისთვის, მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინელმა სამხედროებმა 14 იანვარს, რუსული სამხედრო თვითმფრინავი, A-50 ჩამოაგდეს, ხოლო Ил-22М11 დააზიანეს.
ასევე ნახეთ:
· მედია: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსული სადაზვერვო თვითმფრინავი A-50 ჩამოაგდეს, კიდევ ერთი დააზიანეს