Українська правда-ს ცნობით, უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ვალერი ზალუჟნისა და მისი ზოგიერთი თანამშრომლის ოფისებში მოსასმენი მოწყობილობები აღმოაჩინეს.
გამოცემას წყაროებმა დაუდასტურეს, რომ მოწყობილობა ზალუჟნის ოფისში კვირას, შემოწმების დროს იპოვეს. საუბარია ახალ ოფისზე, რომელსაც მთავარსარდლის გადასვლამდე ამოწმებდნენ.
მოგვიანებით ეს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმაც დაადასტურა და განაცხადა, რომ ტექნიკური მოწყობილობა, რომელიც უმოქმედო იყო, ზალუჟნის ერთ-ერთ პოტენციურ სამუშაო სივრცეში აღმოაჩინეს და სისხლის სამართლის საქმე აღძრეს.