იუსტიციის სამინისტროს რომელი ადვოკატიც არ მოეწონება, ის დაკარგავს ლიცენზიას. მთელი ადვოკატთა კორპუსი უნდა გამოვიდეს ქუჩაში, – ამის შესახებ ადვოკატმა ზაზა ხატიაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ეს არის ადვოკატის უფლებების უხეში დარღვევა.
“იუსტიციის სამინისტროს რომელი ადვოკატიც არ მოეწონება, ის დაკარგავს ლიცენზიას – აი, ეს პროცესი დაიწყო. ანუ, მიმდინარეობს “კოპირება” იმ ქვეყნებისა, სადაც ადვოკატთა კორპუსი არ არის დამოუკიდებელი, აბა, რაში უნდა დაგჭირდეს პრემიერ-მინისტრს, რომ ადვოკატთა კორპუსი შენ წინაშე იყოს ანგარიშვალდებული.
ეს არის ადვოკატის უფლებების უხეში დარღვევა, ეს არის ევროსაბჭოს რეკომენდაციის უხეში დარღვევა. მთელი ადვოკატთა კორპუსი უნდა გამოვიდეს ქუჩაში”, – განაცხადა ზაზა ხატიაშვილმა.
“ქართული ოცნების” ინიციატივით, იქმნება კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, იურიდიული დახმარების სამსახური პრემიერ-მინისტრის წინაშე ვალდებული ორგანო ხდება.




