ზაზა ჭაია: მას შემდეგ რუსეთში არავის გაუბედავს ხატზე სტალინის (პუტინი გვხვდება იცოცხლეთ) გამოსახვა და ეკლესიაში შეტანა!

“გაითვალისწინეთ!
როცა თავს იმართლებენ: ,,ეშმაკიც არის ხოლმე ხატებზე გამოსახულიო”, რის ეშმაკი, რა დიოკლეტიანე, რომელი გველეშაპი, ამ ხატზე სტალინი ეშმაკის და გველეშაპის როლში კი არ არის, არამედ პირის, რომელმაც მოსკოვი მტრისგან უნდა დაიცვას და მას წმინდანი აკურთხებს. ისტორია კი ასეთია: თურმე 2008 წელს, სანკტ-პეტერბურგში, ვიღაც შლეგ რუს იღუმენს – ევსტაფი ჟაკოვს, ვიღაც მხატვარ პივნიკისთვის შეუკვეთია ხატი – „ნეტარი მატრონა აკურთხებს იოსებ სტალინს“ (,,Блаженная Матрона благословляет Иосифа Сталина”) და 2008 წელს დაუვანებია წმინდა თანასწორ მოციქულთა ოლგას ეკლესიაში, რითაც არა მარტო მრევლის და სამღვდელოების, არამედ საზოგადოების აღშფოთებაც გამოუწვევია. მეტიც, წმ. მატრონას გვერდით ანტიქრისტეს (რომელმაც დააქცია რუსული ეკლესია, ხოლო ღვთისმსახურები ფიზიკურად გაწყვიტა) მიხატვა დაგმეს თავად სანკტ-პეტერბურგის ეპარქიაში და უარყვეს მგბ-ს (МГБ-ს), სახელმწიფო უსაფრთხოების სამინისტროს მიერ შეთხზული ზღაპარი მატრონას და სტალინის შეხვედრაზე: ,,ეს არის უნებართვო გამოსახულება, რადგანაც საუბარი წმინდა მატრონასი და სტალინის – ეს არის მხოლოდ ლეგენდა და არ შეესაბამება საქმის რეალურ ვითარებას” (,,Это неправомочное изображение, так как разговор святой Матроны и Сталина – это всего лишь легенда и не соответствует реальному положению дел”). ხატზე ამ ეშმაკის მოციქულის მიხატვამ ისეთი უკმაყოფილობა გამოიწვია, რომ ის დაგმო ს მართლმადიდებელი ეკლესიის (РПЦ-ს) უამრავმა მღვდელთმთავარმა და მღვდელთმსახურმა, ხოლო მოსკოვის საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსმა, არქიმანდრიტმა ვლადიმირ ვიგილიანსკიმ დაუფარავად განაცხადა რომ: ,,ლაპარაკი სტალინის წმინდანობაზე – არის მკრეხელობა წამებულთა ხსოვნისა, რომლებიც სტალინის რეჟიმის დროს დაიღუპნენ, სტალინის დროს ხომ ისე არავინ დაზარალდა, როგორც სასულიერო პირები, რომლებიც თითქმის ასი პროცენტით გაანადგურეს” (,,Разговоры о святости Сталина – кощунство над памятью мучеников, которые погибли во время сталинского режима, ведь при Сталине никто так не пострадал, как духовенство, которое было истреблено почти на сто процентов”). არქიმანდრიტმა შლეგი იღუმენის მიერ ამ ხატის შექმნა და ეკლესიაში შეტანა ,,უხეშ დარღვევად” (,,клирик не имеет права вешать в храме неканоническую икону”), ხოლო თავად ხატი ,,არაკონონიკურად” (,,неканоническую икона”) გამოაცხადა. მეტიც, რუსმა მღვდელთმსახურებმა და თეოლოგებმა შლეგი იღუმენის ქცევას ,,სექტანტობა” (,,сектантство”) უწოდეს, ხოლო შლეგ მღვდელს ამ ხატის ეკლესიიდან მოცილება ,,ურჩიეს.” ჟაკოვმაც მიხვდა, რომ მიჰქარა, ხატი ჯერ ეკლესიის გამორჩეული ადგილიდან მოაცილა და სამლოცველოს კუთხეში მიმალა, ხოლო შემდეგ სულაც ეკლესიიდან გაიტანა და სახლში წაიღო. თუმცა, ამითაც ვერ გადარჩა და 2008 წლის 28 ნოემბერს ეკლესიის წინამძღვრობიდან გათავისუფლება ითხოვა, რაც დაუკმაყოფილეს კიდეც. მას შემდეგ რუსეთში არავის გაუბედავს ხატზე სტალინის (პუტინი გვხვდება იცოცხლეთ) გამოსახვა და ეკლესიაში შეტანა!
ასე, რომ გაითვალისწინეთ იმათი ,,გამოცდილება”, ვის აზრებსაც ასე ხშირად ითვალისწინებთ!
ურწმუნოებმა წყარო იხ. კომენტარებში”, – წერს სოციალურ ქსელში “სამართალდამცველთა ლიგის” ერთ-ერთი დამფუძნებელი ზაზა ჭაია.