ზაზა შათირიშვილი: არანაირი “დიპ სტეიტთან” მებრძოლი ტრამპი არ არსებობს

რეჟიმის პროპაგანდისტული არხი, POSTV ივანიშვილის პროპაგანდისტის, ზაზა შათირიშვილის ახალ წერილს ავრცელებს, სადაც შათირიშვილი წერს, რომ -ს პრეზიდენტი , ვიცეპრეზიდენტი ჯეი დი ვენსი და სახელმწიფო მდივანი მარკო რუბუო “დიფ სტეიტის გადალაგებაში” მონაწილეობენ და “ახალი მეთოდებით ასრულებენ პატრონების დავალებებს”.

“საქართველოს პრეზიდენტის, ს ღია წერილმა დონადლ ტრამპის მიმართ, პარალელურად კი ბოლო დღეებში განვითარებულმა პოლიტიკურმა პროცესებმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ ჩვენს საზოგადოებას სასიცოცხლოდ ესაჭიროება ფსევდოლიბერალური პროპაგანდის ფასადს მიღმა დამალული ინფორმაციის მიწოდება, რადგან სიმართლით აღჭურვილი მოქალაქე ძლიერი სახელმწიფოს საკვანძო რგოლია სიმშვიდის და სტაბილურობის ჯაჭვში, ხოლო პირიქით – დაბნეული და სიცრუით გაბრუებული ადამიანი უმთავრესი იარაღია “დიპ სტეიტის” ხელში.

ოლიგარქიული ოჯახები, მათივე ხელწერის თანახმად, სწორედ საკუთარ მოქალაქეებს უპირისპირებენ მათ მიერ არაკონტროლირებად, არასასურველ მთავრობებს, ხალხის ხელითვე ამხობენ მათ და შემდეგ ამ ყველაფერს რევოლუციებად, “დემოკრატიის” გამარჯვებად ასაღებენ.

როდესაც მოიყვანენ მათთვის სასურველ, თითქოსდა ხალხის არჩეულ მთავრობას, რა თქმა უნდა, იგი არა ხალხს, არამედ დიფ სტეიტს ემსახურება. სწორედ ესაა სახელმწიფოების დაპყრობის უახლესი მეთოდი, რომელიც რამდენიმე ოლიგარქიულმა ოჯახმა შეიმუშავა (თუ ვინ არიან ოჯახები, რომლებიც ამ პროცესების უკან დგანან, ამაზე უფრო დეტალურად მოგვიანებით ვისაუბრებ).

დაპყრობის ეს ახალი, უნივერსალური იარაღი შემდეგში მდგომაროებს: ხალხმა არ იცის, რომ დაპრყობილია. მონოპოლიზებული მედიის, მოქრთამული და ნაყიდი პოლიტიკური ისტებლიშმენტის პირობებში, “დიფ სტეიტს” ამგავრი ქმედება არ უჭირს და ერთ მარიონეტს მეორეთი მარტივად ანაცვლებს. რეალურად კი არაფერი იცვლება.

ამის საუკეთესო მაგალითია დიდი ბრიტანეთი, სადაც ბოლო წლებში ოთხჯერ შეიცვალა პრემიერ-მინისტრი: ბორის ჯონსონი, ლიზ ტრასი, და კირ სტარმერი – ერთი შეხედვით, ოთხი განსხვავებული პოლიტიკოსი, თუმცა კი, ყველა მათგანი “დიფ სტეიტის” გავლენის ქვეშ მყოფი.

ბრიტანეთის მსგავს, სუვერენიტეტდაკარგულ ქვეყნებში, როგორებიც ევროკავშირში 90%-ს წარმოადგენენ, არსებულ ვითარებას მთელი სიცხადით წარმოგვიდგენს დოსტოევსკის ცნობილი ციტატა: “საუკეთესო გზა, რათა პატიმარს გაქცევა არასოდეს მოუნდეს – მან არ უნდა იფიქროს, რომ ციხეშია.”

“დიფ სტეიტს” სხვადასხვა ქვეყანაში, საკუთარი გეგმების შესრულებაში ეხმარება პოლიტიკოსთა ჯგუფი, ვისაც ჩვენ აგენტურას სრულიად დამსახურებულად ვუწოდებთ. თუმცა, ამ პროცესებში, აგენტების გარდა, მონაწილეობს მასა, რომელიც “სასარგებლო იდიოტებისგან” შედგება. დღეს, რუსთაველზე მდგარი ადამიანები, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ, რომ საკუთარ ქვეყანას სუვერენიტეტი დააკარგვინონ, ამის ნათელი მაგალითია. საბედნიეროდ – სასარგებლო იდიოტების რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა, რაც დიდწილად დაკავშირებულია ქართველი ხალხის სიბრძნესთან, თუმცა, ასევე აღსანიშნავია ხელისუფლების მუდმივი მუშაობა, აქტიურობა, რათა საზოგადოება ფხიზლად იყოს, ეს პროცესი კი აუცილებლად უნდა გაგრძელდეს.

ბოლო დღეებში განსაკუთრებით გამძაფრდა აშშ – ს მოქმედი ადმინისტრაციის უმაღლესი თანამდებობის პირების, მათ შორის პრეზიდენტ ტრამპის მხრიდან “დიპ სტეიტის” და ფონდების, USAID – ისა და NED – ის მწვავე კრიტიკა. მარტო ბოლო ერთ კვირაში: პრეზიდენტმა ტრამპმა გამოაქვეყნა სტატია “დიპ სტეიტთან” ბრძოლის 7 თვე”, სადაც აღნიშნავს, რომ აშშ-სთვის სახელმწიფოებრივი ინტერესია მისი დამარცხება. მარკო რუბიომ USAID – ს კიდევ ერთხელ უწოდა ანტიამერიკული, რევოლუციების დამფინანსებელი კორუფციული ფონდი, ხოლო ჯეი დი ვენსმა NED – ზე განაცხადა, რომ “გზას აცდენილი” ორგანიზაციის დახურვა ამერიკელ ხალხს დაუბრუნებს კონტროლს მათ გადასახადებზე. მაშინ, როდესაც აშშ – ში ასე ღიად ამხელენ და აკრიტიკებენ კორუმპირებულ NGO ორგანიზაციებს, ნახეთ როგორი კონტრასტია ევროპაში ამ კუთხით – საქართველოს პროკურატურის მიერ, ძალადობრივი აქციების ორგანიზებაში მხილებული NGO – ების ანგარიშების დაყადაღებამ “დიპ სტეიტის” მიერ ღიად მართული ევროკავშირის და ცალკეული ქვეყნების აღშფოთება გამოიწვია.

ფაქტობრივად, ევროპამ უთხრა საქართველოს მთავრობას – როგორ გაბედეთ და შეეხეთ იმ ორგანიზაციებს, რომლის ხელით რევოლუციებს გიწყობთო…

კიდევ ერთხელ, მოკლედ რომ შევაჯამოთ ერთი შეხედვით უცნაური კონტრასტი – აშშ აღიარებს არასამთავრობოთა დესტრუქციულ როლს, მათ მონაწილეობას რევოლუციებსა და არეულობებში, ხოლო “დიპ სტეიტის” მორჩილი ევროპა კბილებით იცავს აშშ – ს მიერ კორუმპირებულად შერაცხულ NGO – ებს.

რა ხდება? ნუთუ ტრამპის პოლიტიკასა და ევროპელთა მოსაზრებებს შორის ასეთი კარდინალური სხვაობაა? ნუთუ ეს დაპირისპირება და კონტრასტი რეალურია? სწორედ ეს არის მთავარი კითხვები და ვეცდები, მარტივად და გასაგებად ავხსნა რეალობა.

ცხადია – არანაირი კონტრასტი და აზრთა სხვაობა არ არსებობს – ყველაფერი ერთი ხელით მართული პროცესია, რის უკანაც “დიპ სტეიტი” დგას. ოლიგარქიული ოჯახები ახლა გამალებით ცდილობენ, რომ მათი მმართველობის რებრენდინგი მოახდინონ და ის, რაც საზოგადოებამ უკვე კარგად იცის, რაც გაცხადებულია მათ შესახებ – საერთოდ გააქრონ მოქმედებათა არეალიდან.

ოჯახების მთელი ენერგია ახლა მიმართულია სწორედ იმისკენ, რომ ამერიკა გაწმინდონ “დიპ სტეიტის” ნამოქმედარისგან, მოახდინონ მისი რებრენდინგი და ძველი, აპრობირებული მეთოდები მთლიანად ევროპაში ჩატოვონ, თანაც უფრო აგრესიულად და ღიად. ასე აიხსნება ის კონტრასტი NGO – ების მიმართ, რაც აშშ-სა და ევროპას შორის არის.

რაც შეეხება “დიპ სტეიტის” რებრენდინგს და ამ ფარულ პროცესში ტრამპის მართლაც შესაშურ სამსახიობო ოსტატობას – მისი ხელით ოლიგარქიულმა ოჯახებმა თითქმის დაასრულეს ევროპის ძარცვა აშშ – ს სასარგებლოდ. რუსეთ უკრაინის ომი მთლიანად ევროპას ჩამოჰკიდეს “კისერზე”, ამერიკული იარაღის ყიდვა ევროპის ვალდებულება გახადეს, ცალმხრივი, 15% – იანი სავაჭრო ტარიფები დაუწესეს, 600 მილიარდის ნავთობის შეძენასა და 750 მილიარდი დოლარის ინვესტიციებზე მათივე აგენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს ხელი მოაწერინეს და საბოლოოდ დააყენეს ევროკავშირი მუხლებზე.

ახლა ლოგიკური კვანძი გავხსნათ – აშშ – ს ოფიციალური პირების მიერ აღიარებულია, რომ ევროკავშირს, უნგრეთის, სერბეთისა და ს გამოკლებით სწორედ “დიპ სტეიტი” მართავს, რასაც დიდი მიხვედრა და მტკიცება არ სჭირდება. როგორ ფიქრობთ, “დიპ სტეიტის” მიერ მართულმა ევროპამ იმ დონალდ ტრამპის სასარგებლოდ გააკეთა ყველაფერი, რომელიც თითქოს “დიპ სტეიტს” ებრძვის? როგორ ფიქრობთ, ოლიგარქიულმა ოჯახებმა საკუთარი თავის წინააღმდეგ ტრამპს გამარჯვების ქულები ჩაუწერეს? არა, ცხადია. ტრამპიც, რუბიოც და ვენსიც ამ დიდ გადალაგებაში მონაწილეობენ, რასაც “დიპ სტეიტის” ნამოქმედარისგან, მათი ღიად დაშავებულისგან აშშ-ს გაწმენდა ჰქვია. ისინი ყველაფერს წინა ადმინისტრაციას აბრალებენ და თავად სუფთა ფურცლიდან, ახალი მეთოდებით ასრულებენ პატრონების დავალებებს.

აშშ – ში “დიპ სტეიტის” რებრენდინგსაც აქვს თავისი ლოგიკური ახსნა. ოლიგარქიულმა ოჯახებმა ევროპაში საკუთარი გეგმები 110% – ით შეასრულეს. დაანგრიეს ევროპის ეკონომიკა, დაასუსტეს , ჩაუჭრეს მას შუა აზია, ცხვირწინ ააცალეს სომხეთი და აზერბაიჯანი, აზიური ტვირთებისთვის გააკეთეს ალტერნატიული დერეფანი ზანგეზურზე და ეს დერეფანი 100 წლით იყიდეს… ახლა, როდესაც ყველაფერი სათავისოდ დაალაგეს, ოლიგარქიულ ოჯახებს, იგივე “დიპ სტეიტს” გარკვეული პერიოდის განმავლობაში შელახული რეპუტაციის აღდგენა და იმ მეთოდების ცვლილება სჭირდება, რაც ხალხმა უკვე იცის და საყოველთაოდ გაუვრცელდათ. სწორედ ამას ვგულისხმობ “დიპ სტეიტის” რებრენდინგში.

ახლა რაც შეეხება პრეზიდენტ ყაველაშვილის წერილს, რომელიც თავში ვახსენე – მე იმედი მაქვს, რომ ეს წერილი, რომელშიც სწორად არის გადმოცემული ყველა წუხილი თუ გარკვეული წყენა, იმის მანიშნებელია, რომ სამთავრობო ვერტიკალში აცნობიერებენ პროცესების სინამდვილეს და აცნობიერებენ იმას, რომ არანაირი “დიპ სტეიტთან” მებრძოლი ტრამპი არ არსებობს.

ის უზარმაზარი ვაკუუმი, რაც აშშ – მ ხელოვნურად შექმნა საქართველოსთან ურთიერთობაში და რაზეც ბატონი ყაველაშვილი მიანიშნებს, სწორედ რომ ამის დასტურია. როდესაც საქართველოს პრეზიდენტი წერს ტრამპს – “თუ მთელი მსოფლიო დაალაგეთ, როგორც ამბობთ, საქართველოსთან ურთიერთობის დალაგება რა გაგიხდათო” – სწორედ აქ არის ძაღლის თავი დამარხული. ტრამპი, ანუ “დიპ სტეიტი” არ ჩქარობს, მას უნდა, რომ ნაბიჯის გადადგმამდე მაქსიმალურად დაასუსტოს, პრობლემები შეუქმნას მის მიერ არაკონტროლირებად საქართველოს მთავრობას და როდესაც საუბრის დრო მოვა, მათ სურთ რომ მაგიდასთან საქართველო მაქსიმალურად “გალახული” იჯდეს. ამიტომ, უახლოეს პერიოდში კიდევ უფრო ბევრი და მძაფრი პროვოკაციაა მოსალოდნელი “დიპ სტეიტის” მართული ევროკავშირისგან, და არა მხოლოდ.

ფრთხილად უნდა ვიყოთ ნებისმიერი მიმართულებით! მიუხედავად სიტუაციის სიმძიმისა, მე მაინც ვფიქრობ, რომ ერთი მხრივ არსებული ვაკუუმის, ხოლო მეორე მხრივ “დიპ სტეიტის” რებრენდინგის პროცესი და ვადები ხელისუფლებამ სათავისოდ უნდა გამოიყენოს, მაქსიმალურად გაიძლიეროს პოზიციები ქვეყანაში და საბოლოოდ ჩახსნას პოლიტიკური პროცესიდან კრიმინალების ბანდა, რასაც დღეს “ოპოზიცია” ეწოდება. შედეგად კი, როდესაც “ლაპარაკის დრო” დადგება, ჩვენი ქვეყანა ნებისმიერ ოპონენტთან არათუ სუსტად, არამედ მტკიცედ და მყარად წარსდგება”. – წერს შათირიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნები პირდაპირ ითხოვდნენ საქართველოსგან მეორე ფრონტის გახნას, ამას ადასტურებს დამატებით პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტის განცხადება

ირაკლი კობახიძე – ვნახეთ სახედაკარგული „ნაცი“ „ორკები“, რომლებიც გუშინ ატარებდნენ აქციას – მზად ვართ, ამ ადამიანებს ყველანაირი დახმარება გავუწიოთ მკურნალობის ჩათვლით, თუ ამ ყველაფერს დაექვემდებარებიან