ზაზა შათირიშვილის წერილი კიდევ ერთი საგანგაშო გაფრთხილებაა იმის შესახებ, თუ რა ძალას წარმოადგენს “დიფ სთეითი” – ევროპის ქვეყნებში თითქოსდა დაწყებულია “დიფ სთეითთან” ბრძოლის პროცესი, მაგრამ ამ პროცესში სავალალო ამბებს ვგებულობთ

ზაზა შათირიშვილის წერილი კიდევ ერთი საგანგაშო გაფრთხილებაა იმის შესახებ, თუ რა ძალას წარმოადგენს “დიფ სთეითი” – ევროპის ქვეყნებში თითქოსდა დაწყებულია “დიფ სთეითთან” ბრძოლის პროცესი, მაგრამ ამ პროცესში სავალალო ამბებს ვგებულობთ
ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილის წერილი შეიძლება ითქვას კიდევ ერთი საგანგაშო გაფრთხილებაა იმის შესახებ, თუ რა ძალას წარმოადგენს “დიფ სთეითი.” ევროპის ქვეყნებში თითქოსდა დაწყებულია “დიფ სთეითთან” ბრძოლის პროცესი, მაგრამ არათუ ნელა მიმდინარეობს, ამ პროცესში სავალალო და საოცარ ამბებს ვგებულობთ, – წერს “ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” წევრი, ლევან ნიკოლეიშვილი, სოციალურ ქსელში. მისი განცხადებით, მხოლოდ საზოგადოება ასეთ მძლავ ძალას წინ ვერ აღუდგება, შესაბამისად, “დიფ სთეითთან” ბრძოლაში სულ უფრო მეტად ზარალდებიან ის პოლიტიკური პარტიები, რომლებიც საზოგადოების მხარდაჭერას გრძნობენ, ამის მაგალითია “ალტერნატივა გერმანიისთვის”, რომლის მზარდი რეიტინგის ფონზე, მისი რამდენიმე წევრი გარდაიცვალა. “ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილის წერილი შეიძლება ითქვას კიდევ ერთი საგანგაშო გაფრთხილებაა იმის შესახებ, თუ რა ძალას წარმოადგენს “დიფ სთეითი.” ევროპის ქვეყნებში თითქოსდა დაწყებულია “დიფ სთეითთან” ბრძოლის პროცესი, მაგრამ არათუ ნელა მიმდინარეობს, ამ პროცესში სავალალო და საოცარ ამბებს ვგებულობთ.
ცხადია მარტო ხალხი, ასეთ ძალას წინ ვერ აღუდგება და შესაბამისად, ის პოლიტიკური პარტიები, რომლებიც საზოგადოების უფრო მეტ მხარდაჭერას გრძნობენ, ყველაზე მეტად ზარალდებიან. ამის მაგალითია, “ალტერნატივა გერმანიისთვის,” რომლის რეიტინგი ლამის ყოველდღიურად იზრდება, მიზეზი კი მათი პოლიტიკური შეხედულებაა, ქვეყნის სუვერენიტეტის ბრძოლის საკითხთან დაკავშირებით. როგორც ბატონი ზაზას წერილიდან ვგებულობთ, “მათთან მიმართებით, “დიფ სთეითმა” ვერ გამოიყენა საკუთარი მძლავრი იარაღი – მოსყიდვა, ამ ეტაპზე არც აკრძალვა რომ არ გამოუვიდათ, პოლიტიკოსების მკვლელობას მიჰყვეს ხელი.” ეს გახლავთ ის სამწუხარო რეალობა, რომელსაც ვხედავთ ევროკავშირის მოწინავე წევრ-სახელმწიფოში, გერმანიაში, მეორე მხრივ კი მაქსიმალური სიფრთხილე და ყურადღება გვმართებს ჩვენი სუვერინტეტის დასაცავად, მოწინააღმდეგე საკმაოდ სერიოზული და ძლიერია, თან თუ გავითვალსიწინებთ მათ ინტერესებსაც საქართველოსთან დაკავშირებით.” – წერს ლევან ნიკოლეიშვილი.
Next: გერმანიის მუნიციპალურ არჩევნებამდე AfD-ის 16 კანდიდატის გარდაცვალება კითხვებს ბადებს

ასევე დაგაინტერესებთ

ნებისმიერი ტელევიზიის მიერ მოვლენების ობიექტურად გაშუქება უმნიშვნელოვანესია. საზოგადოებრივ არხს ამ მიმართულებით საყვედური არ ეთქმის და ამას მოწმობს პრესტიჟული უცხოური ორგანიზაციების მიერ გაკეთებული შეფასებები

ადამიანები, ზოგჯერ არასრულწლოვნებიც კი, დადიოდნენ იარაღით ქუჩაში, რაც საზოგადოებას ძალიან აწუხებს და რისკის შემცველია – 3 თვის განმავლობაში გამოვლინდა იარაღის უკანონო ბრუნვის 384 შემთხვევა და ამ მიმართულებით მუშაობა გაგრძელდება

უპრეცედენტოდ მზარდი ოპოზიციური პარტიის “ალტერნატივა გერმანიისთვის” 7 წევრი საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალა, “დიფ სთეითმა” აქაც თავისი ხელწერით იმუშავა, ვერ გამოუვიდა მოსყიდვა, დაშინება და მკვლელობას მიჰყო ხელი