ზაზა ფაჩულია: შენგელიას მსგავსად მოქცევა მხოლოდ გამორჩეულ ლიდერებს ახასიათებთ

“კალათბურთის ეროვნულ ნაკრებს ვულოცავ უმნიშვნელოვანეს გამარჯვებას, ფინეთის წინააღმდეგ. მჯერა, რომ ბრძოლისუნარიანობა და თავდადება, რომელიც ამ მატჩში ვნახეთ, სასურველ შედეგამდე მიგვიყვანს.
განსაკუთრებით უნდა გამოვყო თორნიკე შენგელიას თამაში, რომელმაც ლიდერის თვისებები კიდევ ერთხელ გამოავლინა. ევროლიგაზე თამაშის შემდეგ, არასრულ 24 საათში, ხანგრძლივი მგზავრობის შემდეგ, ეროვნულ ნაკრებშიც უმაღლეს დონეზე ითამაშა და ამ გამარჯვებაში დიდი წლვილი შეიტანა.
მსგავსად მოქცევა მხოლოდ გამორჩეულ ლიდერებს ახასიათებთ და ჩვენი ნაკრებისთვის, თორნიკეც სწორედ ასეთი
მოთამაშეა. დარწმუნებული ვარ, ასეთი მომენტები კალათბურთის ნაკრების სხვა წევრების გარდა, მომავალი თაობისთვისაც ინსპირაციული და მაგალითის მიმცემი იქნება. წარმატებები ეროვნულ ნაკრებს!”

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში