ზაზა ოქუაშვილმა “მთავარ არხს” მაუწყებლობა შეუჩერა – მთავარი

მთავარი არხი ოფიციალურ ვებსაიტზე განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ არხის თანადამფუძნებელი, ზაზა ოქუაშვილი “მთავარ არხს აჩერებს”.
ამ დროისთვის მთავარი არხის პირდაპირი ეთერის ტრანსილირება შეჩერებულია.
” მთავარი არხის თანადამფუძნებლის, ზაზა ოქუაშვილის მიერ ხელოვნურად შექმნილი ფინანსური კრიზისის გამო, “შენი დილა” ვერ გადის ეთერში.
ზაზა ოქუაშვილი ემსახურება რუსული რეჟიმის მიზნებს და ხურავს ქვეყნის მთავარ კრიტიკულ არხს.
ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რომ გამოვნახოთ სახსრები ეთერის აღსადგენად”. – წერს მთავარი არხი.
მანამდე გავრცელებულ განცხადებაში, მთავარი არხი წერდა, რომ ზაზა ოქუაშვილი ეტაპობრივად ცდილობდა არხის დახურვას.